რონალდ კუმანი: თავს ხარივით ვგრძნობ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანი გულის პრობლემის გამო საავადმყოფოში დააწვინეს. მას იოპერაცია სჭირდებოდა. მან "ინსტაგრამით" ინფორმაცია გაავრცელა, რომ თავს კარგად გრძნობს.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში პანიკაში ვიყავი, მაგრამ ახლა ხარივით ჯანმრთელი ვარ. მე ჩემი ოჯახი დამეხმარა. არაჩვეულებრივი განცდაა, როდესაც ამდენი ხალხი მხარდაჭერას გიცხადებს. ეს საფეხბურთო სამყაროდან ჩემი ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ.

საბედნიეროდ, ექიმები სწრაფად და ფენომენალურად დამეხმარნენ. მათი ძალიან მადლიერი ვარ. სამუშაოს ახალი ძალებით შევუდგები. ჩვენ მალე შევხვდებით!", - წერს რონალდ კუმანი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენიმე დღეში ხარივით ვერ გახდები.ცოტა თავს გაუფრხილდეს სჯობია.
სოსო
12:39 08-05-2020
1

სიახლეები პოპულარული