ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად კუმანი დანიშნეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელ ლუი ვან გაალს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. მას რონალდ კუმანი შეცვლის.

კუმანს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ის მუშაობას იანვრიდან შეუდგება.

კუმანი ნიდერლანდების ნაკრებში 11 წელი თამაშობდა და მის რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018-2020 წლებში ამ გუნდის მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გავიდა.

"ახალი თანამშრომლობის დაწყებას მოუთმენლად ველი. წელიწადნახევრის წინ ეროვნული გუნდი უკმაყოფილების გამო ნამდვილად არ დამიტოვებია. ჩემი აქ ყოფნა სასიამოვნო, შედეგები კარგი, ფეხბურთელებთან ურთიერთობა კი შესანიშნავი
იყო. მალე ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ", - განაცხადა კუმანმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს კიდევ ვარეს უზამს :)
ნიკა
22:17 11-12-2022
0
კუმანს საკმაოდ კარგი შედეგები ქონდა ნაკრებში და შეცდომა იყო მისი ბარსაში წასვლა.მეც ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.ვინმეს გეგულებათ ამაზე უკეთესი ვარიანტი?არის დღეს ისეთი ჰოლანდიელი მწვრთნელი ვისაც შეუძლია ნაკრების გაძღოლა?ტენ ჰაგი არ თქვათ რადგან ეს შეუძლებელია.ნისტელროი?მას ჯერ არაფერი დაუმტკიცებია.სხვა ვინმე გეგულებათ?
Master
12:08 11-12-2022
0

სიახლეები პოპულარული