ვაჩიბერაძის ბელგიურ კლუბს "მანჩესტერ სიტის" მფლობელი ჰოლდინგი შეიძენს

AutoSharing Option
ვალების გამო ერთი თვის წინ ბელგიის "ლომელს", რომლის ღირსებასაც ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე იცავს, პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოერთვა. თუმცა, კლუბი შეიძლება გადარჩეს, თან ძალიან კარგადაც.

BBC-ის ცნობით, "ლომელის" შეძენას "მანჩესტერ სიტის" მფლობელი ჰოლდინგი City Football Group-ი (CFG) აპირებს.

CFG "ლომელის" ვალს, 1.75 მილიონ ფუნტს დაფარავს და ბელგიური კლუბი მისი საკუთრება გახდება.

"ლომელი" ბელგიის ვადამდე დასრულებულ მეორე დივიზიონში მე-6 ადგილზე იყო, ვაჩიბერაძე ამ გუნდში გასული წლის ზაფხულში "რიგადან" გადავიდა და 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 13 მატჩში 1 გოლი
გაიტანა.

City Football Group-ი "ნიუ იორკ სიტის" და "მელბურნ სიტის" მფლობელია, ხოლო აქციების წილი იაპონურ და ჩინურ კლუბებში გააჩნია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული