"რეალისა" და კოლუმბიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 43 წლის ედვინ კონგო ესპანეთის პოლიციამ ნარკობიზნესში მონაწილეობის გამო დააპატიმრა, - იტყობინება "მარკა".
გამოცემის ცნობით, პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა. ისინი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალად კოკაინის გადაზიდვა და ვაჭრობა ედებათ.
კონგო აგრეთვე "ონსე კალდასში", "ვალიადოლიდში", "გიმარაეშსა" და "ლევანტეში" თამაშობდა, კოლუმბიის ნაკრების ღირსებას კი 1999-2004 წლებში იცავდა. მან ფეხბურთელის კარიერა 2012 წელს დაასრულა.
კონგო აგრეთვე "ონსე კალდასში", "ვალიადოლიდში", "გიმარაეშსა" და "ლევანტეში" თამაშობდა, კოლუმბიის ნაკრების ღირსებას კი 1999-2004 წლებში იცავდა. მან ფეხბურთელის კარიერა 2012 წელს დაასრულა.