კლოპი: რონალდო იდეალურია, თუმცა მესი უფრო მომწონს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თავდამსხმელები ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო (იუვენტუსი) შეადარა.

"თუ გვინდა, წარმოსახვაში იდეალური ფეხბურთელი წარმოვიდგინოთ, ის რონალდოს სიმაღლის იქნებოდა, მასსავით მაღლა ახტებოდა და სწრაფად ირბენდა. შემდეგ ამას პორტუგალიელის საქმისადმი დამოკიდებულებას დავამატებდი - იდეალურ პროფესიონალიზმს. ამაზე უკეთესი არ არსებობს.

სხვა მხრივ, არსებობს პატარა მესი. თითქოს ის ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს. ამიტომ, როგორც ფეხბურთელი, მე ცოტა უფრო მეტად მომწონს. თუმცა, რონალდოც არაჩვეულებრივია", - განაცხადა კლოპმა "იუთუბის" არხზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაფერი გავიგე, მაგრამ ვან დაიკის ფოტო რა შუაშია აქ?
გიორგი
01:29 16-05-2020
0
:)))) - რონალდო იდეალურიაო მაგრამ ცოტათი უფრო მესი მომწონსო - არც მწვადს რომ დაწვავ და არც შამფურს ეგ პონტია - კლოპ მაგარი ხარ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული