"სპორტ-ექსპრესმა" პოსტსაბჭოთა ფეხბურთელებისგან "სსრკ 2020"-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
"1991 წელს საბჭოთა კავშირი დასრულდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი დსთ-ის ნაკრები არსებობდა. ამ გუნდმა 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ჯგუფიდან ვერ გავიდა. ამის შემდეგ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს თავიანთი ნაკრებები ჰყავთ.
ევრო 2020-ზე ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნებიდან პირველად შეიძლება სამი ნაკრები მოხვდეს. რუსეთმა და უკრაინამ უკვე გადალახეს საკვალიფიკაციო ბარიერი, ხოლო საქართველოს და ბელარუსს ტურნირზე ერთა ლიგის პლეი-ოფიდან შეუძლიათ მოხვდნენ (უფრო სწორად, ერთ-ერთ მათგანს). ამას დაამატეთ ის, რომ აზიის ზონაში ძლიერი უზბეკეთის ნაკრებია, რომელიც
რეგულარულად გადის აზიის თასის პლეი-ოფში".
გამოცემამ 23-კაციანი გუნდი შეადგინა, რომელშიც სათადარიგოთა სკამზე ადგილი მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველს, საბა კვირკველიას მიუჩინა. სასტარტო შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარე: ლუნინი (უკრაინა)
მცველები: ჟირკოვი, ჯიქია, მარიუ ფერნანდესი (ყველა რუსეთი), რაკიცკი (უკრაინა)
ნახევარმცველები: ზინჩენკო, სტეპანენკო (ორივე უკრაინა), გოლოვინი (რუსეთი)
თავდამსხმელები: მხითარიანი (სომხეთი), ჩერიშევი, ძიუბა (ორივე რუსეთი)
აღსანიშნავია, რომ რეზერვისტთა შორის მოხვედრის "პატივი" "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ხვდა წილად. ეტყობა, საჭიროების შემთხვევაში უხმობენ...