უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი 70 წლის ასაკში მამა გახდება

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ყოფილი მცველი და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ანატოლი კონკოვი მამა გახდება.

ამის თაობაზე ინფორმაცია "ინსტაგრამით" 70 წლის კონკოვის მეუღლემ, მარიამ გაავრცელა, რომელიც მასზე ორჯერ უმცროსია.

მათ ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და ჯვარი კიევ-პეჩორის ლავრაში დაიწერეს.

კონკოვი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს, 2015 წელს კი გადააყენეს, რადგან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი იყო. მას აგრეთვე კორუფციაში სდებდნენ ბრალს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაზღვევაზე თამაშობდა კარგად ...დააზღვია ალბათ ვინმემ ეგეც :)
კახა
12:30 14-05-2020
0
რატომღაც ისე მგონია,რომ როცა ბავშვი პირველად იტყვის მამაო,მეზობლების სახლში ატყდება წიოკი და ვაი ვიში.კარგი და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო,ანატოლი კონკოვი,მაგრამ ასაკი თავისას შვრება.
სოსო
08:24 14-05-2020
7

სიახლეები პოპულარული