სამუელ ეტო'ო: ის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია, ახლა მის დონეზე შეიძლება მესია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონასა" და მილანის "ინტერის" ექსფორვარდი, კამერუნელი სამუელ ეტო'ო ბრაზილიელ რონალდოს ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელად აღიარებს.

"საუკეთესო ფორვარდი ისტორიის მანძილზე? საუკეთესო იყო რონალდო, ფენომენი. მისადმი უზარმაზარ პატივისცემას და აღფრთოვანებას განვიცდი. ბევრი ჩვენგანი მის დონეს უახლოვდებოდა. მეც ამ სიაში ვარ.

მოქმედი ფეხბურთელებიდან ლიონელ მესის ავირჩევდი, ის გამოცდილია და კილიან მბაპეს, რომელიც ახალგაზრდაა და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვფიქრობ, უახლოეს წლებში ის მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი გახდება." - ციტირებს ეტო'ოს AS.

შეგახსენებთ, მესი და ეტო'ო 2004 წლიდან 2009-მდე "ბარსელონაში" ერთად თამაშობდნენ.


მკითხველის კომენტარები / 4 /
Disciplina da clebis ganmavlobashi stabilurad nachvenebi umaglesi donis fexburti. Es aris is rac mesis da ronaldus yvelasgan gamoarchevs. Amis nichi qonda da ver gamoiyena, conashi moinata tore da egeti saubrebi meorexarisxovania.
Milani
15:31 16-05-2020
0
ეტოო მაგარია მაგრამ რონალდომდე შორსაა. არა თუ რონალდომდე, ანრი და შევჩენკომდეც უკლია მინიმუმ ცოტა მაინც.
ჩააქრე ფარები :)
12:50 15-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული