კატალონიის "ბარსელონასა" და მილანის "ინტერის" ექსფორვარდი, კამერუნელი სამუელ ეტო'ო ბრაზილიელ რონალდოს ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელად აღიარებს.
"საუკეთესო ფორვარდი ისტორიის მანძილზე? საუკეთესო იყო რონალდო, ფენომენი. მისადმი უზარმაზარ პატივისცემას და აღფრთოვანებას განვიცდი. ბევრი ჩვენგანი მის დონეს უახლოვდებოდა. მეც ამ სიაში ვარ.
მოქმედი ფეხბურთელებიდან ლიონელ მესის ავირჩევდი, ის გამოცდილია და კილიან მბაპეს, რომელიც ახალგაზრდაა და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვფიქრობ, უახლოეს წლებში ის მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი გახდება." - ციტირებს ეტო'ოს AS.
შეგახსენებთ, მესი და ეტო'ო 2004 წლიდან 2009-მდე "ბარსელონაში" ერთად თამაშობდნენ.