ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა კომენტარი გააკეთა სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც "იუნაიტედში" გადასვლის შემთხვევაში "გაზას" კარიერა სხვანაირად(უკეთ) წარიმართებოდა.
"ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი რომ გამეფორმებინა. აი, რიო ფერდინანი დოპინგ ტესტს დაემალა. ერიკ კანტონა ორივე ფეხით შეახტა გულშემატკივარს და კისერი მოტეხა, უეინ რუნი ვიღაც ბებერ ქალთან ჟი***ობდა, რაიან გიგსი კი ძმის ცოლთან. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი პერსპექტივა იყო,"- უთხრა გასკოინმა The Athletic-ს.
მოგეხსენებათ, 1988 წელს პოს გასკოინს "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ჰქონდა არჩევანი
გასაკეთებელი, "დეზებმა" უკეთესი პირობები შესთავაზეს, დედამისს სახლი უყიდეს, მამამისს მანქანა და "გაზაც" ლონდონში წავიდა. თუმცა, კარიერის ბოლო წლებში გასკოინს სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები შეექმნა, დიდი ხნის განმავლობაში ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.
რიო ფერდინანმა დოპინგ ტესტი არ გიარა და 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ოფიცალური განცხადების მიხედვით, რიოს ტესტის ჩაბარება დაავიწყდა. კანტონამ 9 თვე მისი ცნობილი კუნგ-ფუს ილეთის გამო გამოტოვა, რუნი ცოლს სხვადასხვა ქალთან ღალატობდა, გიგზმა კი საერთოდ, ძმის ცოლთან გააბა რომანი.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით