კიკნაძე მიცვალებულად გამოაცხადეს, კვირკველიასთან ერთად "ლოკოს" კიდევ 7 ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა მწვრთნელის, იური სიომინის მოხსნის შემდეგ განაცხადეს, რომ გუნდის მხარდაჭერას შეწყვეტენ და სტადიონის სალაროებთან ქვაზე კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ანატოლი მეშერიაკოვის და გენერალური დირექტორის, ვასილ კიკნაძის შავ-თეთრი ფოტოები მიამაგრეს, რომლებიც ყვავილებით შეამკეს. მოკლედ, ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორ საფლავის ქვაზე.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლოკოს" მცველი საბა კვირკველია დატოვებს. მეშერიაკოვმა არ დააკონკრეტა, მაგრამ თქვა, რომ 8 მოთამაშეს დაემშვიდობებიან.

"სიომინის გაშვებასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორი შევაფასეთ: ეკონომიკური, ორგანიზაციული, ტექნიკური და ვირუსოლოგიური. ვიცით, მალე ძალიან მძიმე დროება დაგვიდგება და ქამრების შემოჭერა მოგვიწევს.

ჩვენ უკვე ვეღარ მივცემთ თავს უფლებას, ერთდროულად კრიხოვიაკი და ჟოაუ მარიუ შევიძინოთ. გუნდიდან 8 ფეხბურთელი წავა. ახალი გუნდის მშენებლობა იქნება საჭირო. მაქსიმალურად მოგვიწევს საკუთარი რეზერვების გამოყენება.

კეთილი ეტაპი დასრულდა და ძალიან მადლიერნი ვართ, რომ დროის ამ მონაკვეთში ჩვენთან სიომინი იყო", - განუცხადა მეშერიაკოვმა Sportbox-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაფასებაში რუსები და ქართველები ტყუპი ძმები ვართ
ბაჩი
16:12 22-05-2020
0
მუდმივი არაფერია, მაგრამ მაინც, მადლიერების გამოხატვა ნამდვილად არ ქვია იმ ქმედებას რაც კლუბის ხელმძღვანელობამ განახორციელა კლუბის ისტორიაში და მიმდინარე ეტაპზე ყველაზე წარმატებული მწვრთნელის მიმართ. როგორც წესი ასეთი უმადურობა და ალოგიკურობა ადექვატურად უარყოფითად აისახება ხოლმე კლუბის სპორტულ შედეგებზე.... დიდი ალბათობით ამის მომსწრე სულ მალე გახდებიან კლუბის ხელმძღვანელებიც და ამ კლუბის გულშემატკივტრებიც .....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული