უტკინი: "ეგრისის" მწვრთნელი სიომინზე გაცილებით უკეთესია

AutoSharing Option
ცნობილ რუს კომენტატორ ვასილი უტკინს შეფობა აქვს აღებული მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ზონის მესამე დივიზიონში მოასპარეზე სამოყვარულო გუნდ "ეგრისზე", რომელიც ბაბუშკინის რაიონშია ბაზირებული და ამბობს, რომ მისი მწვრთნელი "ლოკომოტივის" აწ უკვე ყოფილ თავკაცზე, იური სიომინზე მეტად კვალიფიციურია.

"სიომინის გუნდიდან გაშვება უკვე იანვარში იყო გადაწყვეტილი. მას შემდეგ მის შემცვლელს ეძებდნენ. ეს ზუსტად ვიცი. "ეგრისს" სიომინზე გაცილებით უკეთესი მწვრთნელი ჰყავს. ის ახალგაზრდაა, გუნდთან ერთად იზრდება და ძალიან ცდილობს განათლების მიღებას. ეს სიომინის გამოცდილებაზე უფრო მნიშვნელოვანია", - თქვა უტკინმა "იუთუბის" არხზე.

უტკინის "ლოკოსთან" დამოკიდებულებაზე საკუთარი
მოსაზრება დააფიქსირა აგენტმა დმიტრი სელიუკმა:

"ბევრი ჟურნალისტი "ლოკომოტივთანაა" დაკავშირებული, ზოგიერთის ბიზნესია ამ კლუბთან დაკავშირებული. ასეთი ადამიანი ვერ გააკრიტიკებს მას, ვერ გადმოსცემს ობიექტურ სიტუაციას. რატომ? შეიძლება ზოგიერთი პრივილეგია დაკარგოს. უტკინი უბრალოდ ცდილობს, ვასილი კიკნაძე და დირექტორთა საბჭო დაიცვას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
უტკინ ბიჯოო... ჰაა ბიჯო! მოვიდა სტალინი!
aburjga
22:00 18-05-2020
9

სიახლეები პოპულარული