რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რომან შიროკოვმა კორონავირუსის გამო მოსკოვში კარანტინში მყოფი ადამიანების მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
"რა პრობლემაა, რომ ადამიანებმა პირბადეებით სამსახურში იარონ? რატომ არ უნდა გაიხსნას პატარა საპარიკმახეროები და კაფეები? ევროპაში ასეთ ადგილებში დამცავ მინებს აყენებენ.
ეს უნდა დარეგულირდეს. ხალხს შეეძლება ნელ-ნელა სამუშაოს დაუბრუნდეს, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო მაინც შევთავაზოთ. ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მათი უკვე ნაკლებად მესმის. რას ელოდებიან - რაღაც ამბოხს? მოესწრებიან და შემდეგ რა? რაც მეტხანს ზის ხალხი სახლში, მით უფრო მეტად არიან აღელვებულნი.

დიახ, მზად არიან დარჩნენ სახლებში, მაგრამ
სამაგიეროდ ხომ რაღაც უნდა მიიღონ. ბევრი არ მუშაობს, ბევრს საარსებო სახსრები უმთავრდება", - განუცხადა შიროკოვმა championat-ს.