"ჩამშვები" ნისტელროი, უნიჭიერესი რონალდო და ალკოჰოლის სუნი გასახდელში - კაპელომ მადრიდული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ფაბიო კაპელომ Sky Sport Italia-სთან საუბარში მადრიდული ამბები გაიხსენა და ყურადღება ბრაზილიელ რონალდოზე გაამახვილა.

კაპელომ და რონალდომ ერთად მხოლოდ 6 თვე იმუშავეს. 2007 წლის იანვარში "ფენომენი" "მილანში" გადავიდა, თუმცა, იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო იმათგან, ვინც ოდესმე გაუწვრთნია.

"უდიდესი ტალანტი, ვინც ოდესმე გამიწვრთნია, რონალდო იყო. თუმცა, ამასთანავე, ის გასახდელში ყველა ფეხბურთელზე მეტ პრობლემას მიქმნიდა.

მას წვეულების მოწყობა უყვარდა და მსგავსი რაღაცები. ერთხელ ჩემთან ნისტელროი მოვიდა და მითხრა: "მწვრთნელო, გასახდელი ალკოჰოლის სუნით
ყარს".

როცა რონალდო "მილანში" წავიდა, ჩვენ მოგება დავიწყეთ. მაგრამ თუ ტალანტზე ვისაუბრებთ, ეჭვგარეშეა, მასზე ნიჭიერი არავინ შემხვედრია", - განაცხადა კაპელომ.

იტალიელის თქმით, მასსა და რონალდოს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ და ყოველი შეხვედრისას თბილად მოიკითხავენ ხოლმე ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ფონზე რონალდომ თავისი წილი "ვალიადოლიდში" 51%-დან 82%-მდე გაზარდა და უკვე ლა ლიგის კლუბის მთავარი აქციონერია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სხვა საიტზე წავიკითხე ეს სტატია, სხვა სათაურით და ჩაუშვია მეთქი გავიფიქრე. აქ უკვე იარლიყი მიუკერებიათ. )))
100%
20 მაისი 2020 17:08
0
Qurdma dawera es statia? :D
Jemo
21 მაისი 2020 11:13
0
The only thing necessary for the triumph of evil is for good men to do nothing. Edmund Burke.
Solo
21 მაისი 2020 10:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული