კაპელომ და რონალდომ ერთად მხოლოდ 6 თვე იმუშავეს. 2007 წლის იანვარში "ფენომენი" "მილანში" გადავიდა, თუმცა, იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო იმათგან, ვინც ოდესმე გაუწვრთნია.
"უდიდესი ტალანტი, ვინც ოდესმე გამიწვრთნია, რონალდო იყო. თუმცა, ამასთანავე, ის გასახდელში ყველა ფეხბურთელზე მეტ პრობლემას მიქმნიდა.
მას წვეულების მოწყობა უყვარდა და მსგავსი რაღაცები. ერთხელ ჩემთან ნისტელროი მოვიდა და მითხრა: "მწვრთნელო, გასახდელი ალკოჰოლის სუნით
ყარს".
როცა რონალდო "მილანში" წავიდა, ჩვენ მოგება დავიწყეთ. მაგრამ თუ ტალანტზე ვისაუბრებთ, ეჭვგარეშეა, მასზე ნიჭიერი არავინ შემხვედრია", - განაცხადა კაპელომ.
იტალიელის თქმით, მასსა და რონალდოს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ და ყოველი შეხვედრისას თბილად მოიკითხავენ ხოლმე ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ფონზე რონალდომ თავისი წილი "ვალიადოლიდში" 51%-დან 82%-მდე გაზარდა და უკვე ლა ლიგის კლუბის მთავარი აქციონერია.