დაუდგენელმა პირებმა სომხეთის დედაქალაქ ერევანში "არარატ-73"-ის სკულპტურული ჯგუფიდან 4 ქანდაკება მოიპარეს. მათ შორის ლეგენდარული სომეხი ფორვარდისა და მწვრთნელის, ნიკიტა სიმონიანის ძეგლიც იყო.
აღნიშნული მონუმენტი 2016 წელს დაიდგა ერევანის "არარატის" საპატივცემულოდ. კლუბმა 1973 წელს ოქროს დუბლი შეასრულა - მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასი.
როგორც armenpress-ი იტყობინება, ქურდებმა მაშინდელი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკიტა სიმონიანისა და გუნდის წევრების: რობერტ ცაგიკიანის, ონიკ აბრაამიანისა და არუტუნ კოგეიანის ქანდაკებები წაიღეს.
ნიკიტა სიმონიანი კი ცნობილი მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში გამოსვლით გახდა. ფეხბურთელის რანგში სიმონიანი 4-ჯერ გახდა სსრკ-ის
ჩემპიონი და 3-ჯერ საუკეთესო ბომბარდირი. ის ყველა დროის საუკეთესო სომეხ ფეხბურთელად არის აღიარებული.