რამზან კადიროვის მდგომარეობა კატასტროფულია - ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს

AutoSharing Option
"ახმატის" საპატიო პრეზიდენტი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას ფილტვები სერიოზულად აქვს პარალიზებული, - ამ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Baza ავრცელებს.

Baza საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კადიროვი 2-3 კვირის წინ დაინფიცირდა, როდესაც საავადმყოფოში ჩეჩნეთის ურუს-მარტანოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ვალიდ აბდურეშიდოვი მოინახულა.

აბდურეშიდოვი კორონავირუსით იყო დაავადებული, კადიროვმა კი მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ის "წითელ ზონაში" ხალათითა და მსუბუქი პირბადით იმყოფებოდა (იხ. ფოტო) და აბდურეშიდოვს გადაეხვია.

Sportall.Ge

ერთი კვირის შემდეგ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მაგრამ ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექცია ეგონა. მან ექიმებს მაშინვე არ მიმართა და დრო დაკარგა.

გუშინ Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კადიროვი 20 მაისს მოსკოვში გადააფრინეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.

თუმცა, ჩეჩნეთის ხელისუფლება და კლუბი კადიროვის მდგომარეობას მალავს. "ახმატის" გენერალურმა დირექტორმა ახმედ აიდამიროვმა განაცხადა, რომ კადიროვი ჯანმრთელია და ჩეჩნეთში იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ცოდვებმა უწია, ცოდვებმა... პუტინმაც, დროა თვალი გაახილოს და ყური გამოიფხიკოს, აზრზე მოვიდეს და საქართველოს თავი დაანებოს თორემ რუსებს ისევ თავიანთმა წმინდანებმა ურჩიეს, ამას მე არ ვამბობ, რუსმა წმინდანებმა ურჩიეს რუსებს, საქართველოს თავი დაანებეთ თორემ კისერს წაიმტვრევთ, კისერს!..
სიმართლე
25 მაისი 2020 18:40
1
ალბათ მოიშორებენ რუსები, ბევრი რამ ეცოდინება, რაც მათ არ აწყობთ.
25 მაისი 2020 18:23
0
კადიროვის დედაც და ვისაც მისი ბედი აწუხებს იმისაც.....თქვენ კიდე სხვა რამეზე რომ წეროთ არა? თუ გული შეგტკივატ?!
mose
24 მაისი 2020 22:45
2
კადიროვის .... ან რომელი პოლიტიკური პლატფორმა ხართ რო წერთ მაგაზე... რომელი ჩემპიონი ეგაა
ირაკლი
24 მაისი 2020 18:39
1
მეგრელის სისხლი რო გადაუსხან, იქნებ გადარჩეს, ან ზნე შეიცვალოს?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
24 მაისი 2020 03:59
26
სომხიზაზე რას იტყვი
r7
24 მაისი 2020 18:44
1
იქნებ მოიშორეს კიდეც და კორონას აბრალებენ რას გაიგებ რუსეთია!!!!
912
23 მაისი 2020 21:30
2
ქართველთ მოძულეა ეგ კაცი და რამდენჯერმე ტელევიზიითაც განაცხადა.გაიხსენეთ ისიც შეგვახსენა რანდენი კილომეტრიაო საქართველომდე ჩეჩნეთიდანო.ხო და ძაანაც ნუ განიცდით აქ ზოგ ზოგიერთები
ლ.გიო
23 მაისი 2020 20:18
2
რაც მეტად დამალავთ მდგომარეობას, მით უფრო მალე მორჩება. ალბათ, რომ არ გათვალონ.
!!!
23 მაისი 2020 19:57
0
მცირე შესწორება მინდა შევიტანო ზემოთ მითითებული რაიონის დასახელებაში. რუსული Урус-Мартановский район ქართულად იქნება ურუს-მარტანის რაიონი და არა ურუს-მარტანოვსკის რაიონი:-)))
მარსელ ბარკალაია
23 მაისი 2020 14:28
2
მარსელ ბარკალაიას... ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი კომენტარების წაკითხვა, გმადლობთ!
nanka2002
26 მაისი 2020 10:46
0
მოგესალმებით, მეგობრებო. მადლობა რომ ჩვენ საიტზე ეცნობით სიახლეებს <3



რამდენიმემ იკითხა რა კავშირი აქვს კადიროვს სპორტთანო. კადიროვს სპორტთან აქვს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი კავშირი. პრაქტიკულად, ჩეჩნეთში რასაც "ახმატი" ჰქვია, რამზანის არის.
ჩვენ საიტზე ადრე დაიწერა სიახლე "კავკასიელების დამცვლეზე", ალექსანდრ ემელიანენკოს შესახებ, ალექსანდრე "ახმატში" ვარჯიშობს, ზოგჯერ კადიროვის ხელმძღვანელობით და ისინი ხშირად სპარინგობენ. კადიროვი, ასევე, აწყობს ბრძოლებს ჩეჩნეთში, ანუ არის ერთგვარი პრომუტერი. შესაბამისად, ეს ადამიანი სპორტთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია.
Sportall
23 მაისი 2020 12:00
43
ნუ მიაც მააცომთ ეხლა.... ისე წარმატებები თქვენ საიტზე ვეცნობი ყელა სიახლეს
Neo Oreg
23 მაისი 2020 21:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული