რამზან კადიროვის მდგომარეობა კატასტროფულია - ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს

AutoSharing Option
"ახმატის" საპატიო პრეზიდენტი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას ფილტვები სერიოზულად აქვს პარალიზებული, - ამ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Baza ავრცელებს.

Baza საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კადიროვი 2-3 კვირის წინ დაინფიცირდა, როდესაც საავადმყოფოში ჩეჩნეთის ურუს-მარტანოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ვალიდ აბდურეშიდოვი მოინახულა.

აბდურეშიდოვი კორონავირუსით იყო დაავადებული, კადიროვმა კი მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ის "წითელ ზონაში" ხალათითა და მსუბუქი პირბადით იმყოფებოდა (იხ. ფოტო) და აბდურეშიდოვს გადაეხვია.

Sportall.Ge

ერთი კვირის შემდეგ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მაგრამ ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექცია ეგონა. მან ექიმებს მაშინვე არ მიმართა და დრო დაკარგა.

გუშინ Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კადიროვი 20 მაისს მოსკოვში გადააფრინეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.

თუმცა, ჩეჩნეთის ხელისუფლება და კლუბი კადიროვის მდგომარეობას მალავს. "ახმატის" გენერალურმა დირექტორმა ახმედ აიდამიროვმა განაცხადა, რომ კადიროვი ჯანმრთელია და ჩეჩნეთში იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კადიროვის დედაც და ვისაც მისი ბედი აწუხებს იმისაც.....თქვენ კიდე სხვა რამეზე რომ წეროთ არა? თუ გული შეგტკივატ?!
mose
22:45 24-05-2020
2
იქნებ მოიშორეს კიდეც და კორონას აბრალებენ რას გაიგებ რუსეთია!!!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული