რამზან კადიროვის მდგომარეობა კატასტროფულია - ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს

AutoSharing Option
"ახმატის" საპატიო პრეზიდენტი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას ფილტვები სერიოზულად აქვს პარალიზებული, - ამ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Baza ავრცელებს.

Baza საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კადიროვი 2-3 კვირის წინ დაინფიცირდა, როდესაც საავადმყოფოში ჩეჩნეთის ურუს-მარტანოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ვალიდ აბდურეშიდოვი მოინახულა.

აბდურეშიდოვი კორონავირუსით იყო დაავადებული, კადიროვმა კი მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ის "წითელ ზონაში" ხალათითა და მსუბუქი პირბადით იმყოფებოდა (იხ. ფოტო) და აბდურეშიდოვს გადაეხვია.

Sportall.Ge

ერთი კვირის შემდეგ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მაგრამ ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექცია ეგონა. მან ექიმებს მაშინვე არ მიმართა და დრო დაკარგა.

გუშინ Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კადიროვი 20 მაისს მოსკოვში გადააფრინეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.

თუმცა, ჩეჩნეთის ხელისუფლება და კლუბი კადიროვის მდგომარეობას მალავს. "ახმატის" გენერალურმა დირექტორმა ახმედ აიდამიროვმა განაცხადა, რომ კადიროვი ჯანმრთელია და ჩეჩნეთში იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მარტანოვსკი არ მარტანი
0
ცოდვებმა უწია, ცოდვებმა... პუტინმაც, დროა თვალი გაახილოს და ყური გამოიფხიკოს, აზრზე მოვიდეს და საქართველოს თავი დაანებოს თორემ რუსებს ისევ თავიანთმა წმინდანებმა ურჩიეს, ამას მე არ ვამბობ, რუსმა წმინდანებმა ურჩიეს რუსებს, საქართველოს თავი დაანებეთ თორემ კისერს წაიმტვრევთ, კისერს!..
სიმართლე
18:40 25-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული