"იუვენტუსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კარიერის "რივერ პლეიტში" დასრულების სურვილი გამოთქვა.
"რივერმა" ყველაფერი მომცა, პროგრესირების შესაძლებლობიდან დაწყებული "რეალში" გადასვლამდე, რომელმაც შემიძინა. ახლა არ ვიცი, რა მოხდება. აზრით აქ ვარ, "იუვენტუსში".
გალიარდოს გუნდი ძალიან მიმზიდველია - აქვს ხარისხი, ძალა, ყველაფერი... მათ "ცხრიანს" ბევრი გოლის გატანა შეუძლია. ცხადია, ვინც ადრე "რივერში" თამაშობდა, ამ გუნდს აკვირდება და თავის თავს იქ ხედავს.
გალიარდო ყურადღებას იპყრობს და ამას იმსახურებს. კარიერის დასასრულებლად "რივერში" დაბრუნებაზე ვფიქრობ", - განაცხადა იგუაინმა.
იგუაინს "იუვესთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.