კორონავირუსის ეფექტი: ჩინეთის 9-გზის ჩემპიონი კლუბი გაკოტრდა და დაიშალა

AutoSharing Option
Nemzeti Sport-ის ცნობით, შაბათს, 23 მაისს, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ხელფასების არგადახდის გამო "ლიაონინი ხუვინს" ქვეყნის ნებისმიერ დივიზიონში ჩამოერთვა პროფესიონალური კლუბის სტატუსი.

"ლიაონინი" 1953 წელს დაარსდა და ჩინეთის ჩემპიონატი ცხრაჯერ მოიგო. ასევე, პირველი ჩინური გუნდი იყო, რომელმაც აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ვალების გამო ფედერაციამ კიდე ათ კლუბს ჩამოართვა პროფესიონალური კლუბის სტატუსი. "ლიაონინმა" თავი ბანკროტად გამოაცხადა და დაიშალა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული