
"კატანიას" ყოფილმა მცველმა პაბლო ალვარესმა გაიხსენა, თუ როგორ აჩუქა მაისურა "მილანის" ექსთავდამსხმელმა რონალდინიომ.
"სახლში რონალდინიოს მაისურა მაქვს. "სან სიროზე" პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელებში მივდიოდით, გაიხადა მაისურა, მომცა და მითხრა: "პაბლო, გეთაყვა, აღარ მირტყა ფეხებში".
მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. თითქოს მოედანზე დაფრინავდა, უზადო იყო. მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ".
რაფაელ მარკესი: რონალდინიომდე "ბარსელონა" წარმატებული გუნდი არ იყო
რონალდინიომ 1.6-მილიონიანი გირაო გადაიხადა და შინაპატიმრობაში იქნება