წიტაიშვილმა მეტოქეს დებიუტშივე მოუთავა საქმე

AutoSharing Option
31 მაისს კორონავირუსის გამო შეჩერებული უკრაინის ჩემპიონატი იქაური კლასიკოთი განახლდება - "შახტარი" ხარკოვში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. იქამდე კი გუნდები საკონტროლო მატჩებს ატარებენ.

დედაქალაქის ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი "დინამო" დონეცკის "ოლიმპიკს" შეხვდა. გაითვალისწინეს რა პაუზის გამო გუნდების მდგომარეობა და ტრავმების შესაძლებლობა, 60-წუთიანი შეხვედრა ჩაატარეს. მასპინძლებმა 2:0 19 წლის ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის დუბლით მოიგეს.

მან ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, მე-4 წუთზე კი მეორედაც დაამწუხრა მეტოქე.

ნამატჩევს წიტაიშვილმა კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მზად ვართ, მაგრამ "შახტართან" მატჩისათვის მოსამზადებლად დრო
გვაქვს. რაც შეეხება ჩემს ოსტატობას, რაც შემიძლია, ის გავაკეთე. შესაძლოა, ხანდახან რაღაც არ გამომდიოდა. შეიძლება დღეს ჩემი დღე იყო.

წინა მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე. მეგონა უფრო მეტი ხანი გამიცდებოდა, მაგრამ გუშინ ვივარჯიშე, დღეს კი ვითამაშე. 6 დღე ვიუქმე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული