ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერი სამაგალითოდ დასაჯეს - წესების დაცვა სრული სიმკაცრით

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერმა "ლასკმა" კონტაქტური ვარჯიშების აკრძალვის წესი დაარღვია, პირველ ადგილსაც დაემშვიდობა.

ავსტრიის ხელისუფლებამ კლუბებს მცირე ჯგუფებში ვარჯიშების განახლების უფლება მისცა, "ლასკი" კი აღნიშნულ წესებს არ დაემორჩილა და საწვრთნელი პროცესი ეგრევე სრული შემადგენლობით განაახლა. ამის გამო კლუბს 12 ქულა დააკლეს და 75 000 ევროთი დააჯარიმეს.

"ლასკი" ჩემპიონატის ლიდერი იყო რეგულარულ სეზონში და საჩემპიონო რაუნდშიც პირველ ადგილს იკავებდა 27 ქულით. 24 ქულით მეორე ადგილს "ზალცბურგი" იკავებდა, რომელიც ამ გადაწყვეტილების შედეგად ბუნდესლიგის ცხრილის სათავეში მოექცა.

მაგრამ, ავსტრიის ბუნდესლიგის წესების მიხედვით, ბოლო 10
ტურის წინ გუნდებს ქულები უნახევრდებათ. ამ პრინციპის გათვალისწინებით, "ლასკს" დაკლებული ქულებიც გაუნახევრდა და ჯამში, მხოლოდ 6 ქულა დაკარგა. ახლა გუნდი მე-2 ადგილზე გადავიდა და "ზალცბურგს" 3 ქულით ჩამორჩება.

მოგეხსენებათ, ავსტრიის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გამოდის. ქართველის "შტურმს" 16 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე გახლავთ. ბუნდესლიგა კი 3 ივნისს განახლდება. "შტურმი" საკუთარ მოედანზე "ვოლფსბერგერს" მიიღებს.

მომზადებულია bundesliga.at-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული