გაფრენამდე ასტრონავტებმა გვილიას თამაშს კოსმოსური ხომალდიდან უყურეს!

AutoSharing Option
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა!

ისტორიაში პირველად SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში კერძო ხომალდი Crew Dragon-ი გაუშვეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

"ლეგიას" საიტი იტყობინება, რომ ხომალდის გაფრენის წინ ასტრონავტები ბობ ბენკენი და დაგ ჰერლი "ლეხისა" და "ლეგიას" მატჩს მონიტორზე უყურებდნენ. შეხვედრა 0:1 დასრულდა, სტუმართა გუნდში 75-ე წუთამდე ითამაშა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაფრენა სპეციალურად დაუმთხვევიათ ამ თამაშისათვის
მიხო
11:58 31-05-2020
2
ეს მასკები და მსგავსი ტიპები რაც მალე დაეხსნება დედამიწას მით უკეთესი, წავიდნენ და დაგვანებონ თავი.
20
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული