40 წუთში გატანილი 4 პენალტი, შესრულებული ჰეთ-თრიკი, დუბლი და ავტოგოლი - ქართველი ფორვარდი საოცარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 31 მაისს, პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში, გდანსკის "ლეხიამ" საკუთარ მოედანზე დავით სხირტლაძის გდინიის "არკას" უმასპინძლა და საოცრად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე - 4:3.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა, 50-ე წუთიდან მოყოლებული კი მაყურებლებმა 7 გოლი იხილეს, რომელთა შორის 4 პენალტის ნიშნულიდან გავიდა.

ანგარიში მასპინძელთა პორტუგალიელმა კაპიტანმა ფლავიო პეიშაომ 50-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა. 10 წუთში სტუმართა მხრიდან ასევე ზუსტი პენალტით უპასუხა ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ყოფილმა თანაგუნდელმა "ვიტესში", მარკო ვეინოვიჩმა - 1:1.

71-ე
წუთზე მასპინძლებმა საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანეს - 1:2.

76-ზე პეიშაომ გაათანაბრა, 82-ე წუთზე კი ვეინოვიჩმა მეორე პენალტი გაიტანა და "არკა" წინ გაიყვანა -  3:2.

87-ე წუთზე "ლეხიამ" კვლავ გაათანაბრა და შეხვედრის 96-ე წუთზე პეიშაომ ისევ პენალტის ნიშნულიდან დაარტყა, ისევ ზუსტად და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 4:3.

დავით სხირტლაძე მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოასწრო. შეხვედრას კი თითქმის არაფერი აკლდა: პენალტები, ავტოგოლი, ჰეთ-თრიკი, დუბლი, 90+6 წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი. ცხადია, მხოლოდ ერთი დეტალი იყო საჭირო სრულყოფილებისთვის - გულშემატკივრები.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მშვენიერი სტადიონებია ასეთ გარემოში კარგია თამაში,უმაყურებლოდ ოღონდ ძალიან ცუდია!
kaxa
13:47 01-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული