მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

AutoSharing Option
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.

თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი გახლავთ.

ფლამინი ფართო საზოგადოებამ ლონდონის "არსენალში" თამაშის დროს გაიცნო. ფრანგი ნახევარმცველი "მილანში", "მარსელსა" და "ხეტაფეშიც" გამოდიოდა, ეროვნულ გუნდში 3 მატჩიც აქვს ჩატარებული და მისი ყველაზე
მაღალი ხელფასი "არსენალში" 1 მილიონი ფუნტი იყო.

ფლამინის ერთი ბინა აქვს ლონდონში, რომელიც "არსენალში" თამაშის დროს იყიდა და ახლაც იქ ცხოვრობს. გაგიკვირდებათ, თუ როგორ არის ის უმდიდრესი ფეხბურთელი? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მატიო საკითხს გლობალურად უყურებს და საკუთარ სახლად მთელ პლანეტას თვლის.

სხვებისაგან განსხვავებით, ფლამინი საკუთარ ხელფასს მანქანებში, დიდ სახლებსა და გართობაში არ ხარჯავდა. ფრანგმა გააანალიზა, რომ დედამიწა ძლიერ დანაგვიანებულია და თუ ადამიანები ამ პრობლემის გადაჭრას არ დაიწყებენ, სამყაროში ცუდი რამ დატრიალდება.

სწორედ ის იყო მიზეზი, რის გამოც ის 2008 წელს გაცნობილი ადამიანის პარტნიორი გახდა და მათ ერთად ჩამოაყალიბეს კომპანია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოებაზე მუშაობს. ამ ორგანიზაციას GF Biochemicals-ი ჰქვია.

7 წლის განმავლობაში ფლამინი მთელ ხელფასსა და გამომუშავებულ თანხას კვლევების მიმართულებით ხარჯავდა და 2015 წელს მისმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ გამოიგონეს იაფი მეთოდი, თუ როგორ უნდა მიიღონ ეკოლოგიურად სუფთა საწვავი.

დღეის მონაცემებით, აღნიშნული კომპანიის კაპიტალი 30 მილიარდ!!! ევროს შეადგენს.

თავად მეტიო უკვე 36 წლის გახლავთ და დიდი ალბათობით, დიდ ფეხბურთში აღარც დაბრუნდება. თუმცა ძველებურად მეგობრობს ლორენ კოშელნისა და მესუთ იოზილთან, ასევე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან, რომლებმაც მის კომპანიაში ჩადეს ინვესტიცია.

მომზადებულია Metro-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე კიდევ მეგონა, რომ არამშობლიური ქალაქის მერი გახდა და ...
გუგა
02 ივნისი 2020 17:24
20
ბიჯო, მე გასწავლოთ მაინცდამაინც? წამგებიან პოზიციაში დგებით, მერის გაბითურებას რომ ცდილობთ სამტრედიელობიდან გამომდინარე. ილია ვეკუა სადაური იყო, დიმიტრი უზნაძე, პეტრე მელიქიშვილი, აკაკი შანიძე (ამას მიაქციე განსაკუთრებით ყურადღება, კაცმა თანამედროვე ქართული ენის ნორმები შეიმუშავა, წარმოშობით – სოფელ ქვემო ნოღადან), რამდენი ჩამოგითვალო... ჰოდა, ადამიანის გაბითურება თუ გნებავთ, წარმომავლობას არ მიაწვეთ, მოპაექრე აქეთ მოგაწვება და განათლებაში შეიძლება ვერ შეეჯიბრო! რჩევა: ადამიანის დაცინვა თუ გნებავთ და ვერ ითმენთ, მისი აბსურდული ციტატები ეძიეთ და ის დადეთ, წარმომავლობას თავი ანებეთ, მითუმეტეს, თბილისზე პრიორიტეტის დარიგება არავის გამოუცხადებია.
გუგას
02 ივნისი 2020 22:07
2
ფილტვი ფილტვი :)
გიორგი
02 ივნისი 2020 15:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული