არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა ერნან კრესპომ კომენტარი მილანის "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის შესახებ გააკეთა.
"მე ვისურვებდი მის "ინტერში" დარჩენას, რადგან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსით პირველი სეზონი წელს ჩაატარა.
კარგი იქნება, თუ მას უფრო სოლიდური ისტორია ექნება, სანამ დიდი ცვლილებისკენ გადადგამს ნაბიჯს. მატარებელი საუკეთესო სადგურებზე სვლას ანელებს და ლაუტარო ერთ-ერთი მათგანია.
ლაუტარო ძალიან სერიოზული და მიზანსწრაფული ბიჭია. მე ეს ძალიან მომწონს. ამას გარდა, როგორც პიროვნებას, მას უამრავი დადებითი თვისება აქვს.
ის სრულყოფილი ფეხბურთელია და თავდასხმაში თამაში, როგორც მარტოს, ისე პარტნიორთან ერთად
შეუძლია", - განაცხადა კრესპომ.
ერნანი 34 გოლით არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-4 გახლავთ მესის, ბატისტუტასა და აგუეროს შემდეგ. ლაუტაროს კი ეროვნულ გუნდში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და უკვე 9 გოლი გაიტანა.
44 წლის კრესპო ამჟამად ერთ-ერთ პირველ ნაბიჯებს დგამს სამწვრთნელო კარიერაში. ის არგენტინის პრიმერა დივიზიონის გუნდ "დეფენსია ი ჯასტისიას" მთავარი მწვრთნელი გახლავთ.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით