სიომინის ტრილოგია - კლუბში მესამედ ბრუნდება?!

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" თემატიკაზე მომუშავე საიტ Dynamo.kiev.ua-ს ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი კიეველ დამრიგებლად შეიძლება დაინიშნოს.

გამოცემის მიხედვით, სიომინი კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. წყაროს ცნობით, სიომინსა და სურკისს ("დინამოს" პრეზიდენტი) შორის მომხდარი ადრინდელი კონფლიქტი სრულად ამოწურულია.

სიომინი "დინამოს" სათავეში 2007-09 წლებში ედგა. 2010 წლის ბოლოს რუსი მწვრთნელი დაუბრუნდა კიეველთა მთავარი მწვრთნელის პოსტს, გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

მოგეხსენებათ, 14 მაისს მოსკოვის "ლოკომოტივმა" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სიომინს კონტრაქტს აღარ გაუგრძელებდა.

"დინამოში"
დანიშვნის შემთხვევაში სიომინი ქართველის გარეშე მაინც არ იქნება, იქ გიორგი წიტაიშვილი დახვდება. 2010 წელს კი, კიევში გადასულმა რუსმა სპეციალისტმა თან მალხაზ ასათიანიც წაიყვანა. იქნებ, საბა კვირკველიაც....

მკითხველის კომენტარები / 1 /
გელა ნუგზარაშვილი კარგად ჩაჯდებოდა სიომინის საფეხბურთო ფილოსოფიაში
გენა
09:45 05-06-2020
3

სიახლეები პოპულარული