კამერუნის ნაკრების ფეხბურთელის გარდაცვალების გამო რუმინელ ექიმს პატიმრობა მიესაჯა

AutoSharing Option
Reuters-ის ინფორმაციით, კამერუნის ნაკრების ფეხბურთელ პატრიკ ეკენგის გარდაცვალების გამო რუმინელი ექიმი ელენა დოტა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ციხეში 1,5 წელს გაატარებს.

პატრიკ ეკენგი 2016 წლის მაისში გარდაიცვალა. ის ბუქარესტის "დინამოს" ფეხბურთელი იყო და მოედანზე გამოსვლიდან 6 წუთში უგონოდ ძირს დაეცა, საავადმყოფოში კი მოკვდა, რისი მიზეზიც გულის პრობლემები იყო.

ელენა სასწრაფო დახმარების იმ ეკიპაჟის ექიმი იყო, რომელმაც ფეხბურთელი ჰოსპიტალში გადაიყვანა. იმავე წლის ივნისში ქალბატონს ბრალი დასდეს დახმარების არასათანადოდ აღმოჩენაში. ბრალდების მიხედვით, ელენა ფეხბურთელის რეანიმაციაში გადაყვანას არ ცდილობდა.

საბოლოოდ, აღნიშნული მოქმედება ფეხბურთელს სიკვდილის ფასად
დაუჯდა, ექიმს კი - ციხეში გასატარებელ 1,5 წელთან. გარდა საპატიმრო სასჯელისა, ექიმს 200 000 ევროს გადახდა და 60 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო დააკისრეს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ახვარი რასისტი ქალი ..
L.J.
14:38 05-06-2020
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული