უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ და მისმა თანაშემწეებმა ჰოსპიტალში რუსეთთან ომში დაჭრილი მეომრები მოინახულეს.
მათ მეომრებს ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო ჰოსპიტალს მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურა გადასცეს.
"ოთხი წლის მანძილზე, როდესაც ამის შესაძლებლობაა, ნაკრები პერიოდულ დახმარებას უწევს ჰოსპიტალებსა და მეომრებს.
ეს ხარკოვში, კიევსა და ლვოვში გავაკეთეთ და დახმარებას გავაგრძელებთ", - განაცხადა შევჩენკომ.