მათემატიკის არცოდნის გამო კურტუას ტრანსფერი ჩაეშალა

AutoSharing Option
"ფორტუნა დისელდორფის" სპორტულმა დირექტორმა ლუც პფანენშტილმა, რომელიც ადრე "ჰოფენჰაიმში" სკაუტად მუშაობდა, გაიხსენა მიზეზი, თუ რატომ თქვა მისმა ყოფილმა კლუბმა უარი მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუაზე.

"იმ დროს კურტუას ვაკვირდებოდით. მაშინ ის იმედისმომცემ ფეხბურთელსა და ძირითადი გუნდის მოთამაშეს შორის იყოს.

ტიბოსთან კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა ის სკოლაში მათემატიკის გამოცდაზე ჩაიჭრა და გარიგებაც ჩაიშალა", - უთხრა გერმანელმა HLN-ს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მშობლებს სურდათ, ტიბოს სკოლა დაემთავრებინა და სათამაშოდ უცხო ქვეყანაში მერე წასულიყო. თუმცა მეკარე იმდენად ცუდი იყო მათემატიკაში, რომ
სკოლის დამთავრებას ვერ ახერხებდა და შესაძლო იყო, ბელგიაში კიდევ 1 წლით დარჩენილიყო. გერმანელებმაც ამიტომ თქვეს ტრანსფერზე უარი.

ბელგიელი მეკარის კარიერა 2009 წელს "გენკში" დაიწყო. ორი წლის შემდეგ ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა, თუმცა პირველი 3 წელი იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" გაატარა. 2018 წლიდან კი კიდევ ერთ მადრიდულ კლუბში - "რეალში" თამაშობს. ასე რომ, შესაძლოა, მათემატიკის არცოდნა უკეთესი კარიერის მოწყობაშიც კი დაეხმარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული