ორგანიზაცია CIES Football Observatory-მ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
სიაში მოხვდნენ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ფეხბურთელები. სატრანსფერო ღირებულება ფასდებოდა CIES-ის ფორმულით. ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე შეფასდა - 259.2 მილიონი ევრო.
ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე "სიტის" მეკარე ედერსონია - 86.8 მილიონი ევრო. მცველებს შორის ლიდერობს "ლივერპულის" ფეხბურთელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი - 171 მილიონი ევრო. "მანჩესტერ სიტის" რაჰიმ სტერლინგი კი ყველაზე ძვირად ღირებული ნახევარმცველია - 194.7 მილიონი ევრო.
აღსანიშნავია, რომ კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ 100.1 მილიონი ევროთი 21-ე ადგილი
დაიკავა, ხოლო ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო 62.8 მილიონი ევროთი 70-ე ადგილს დასჯერდა.
იხილეთ ათეული:
1. კილიან მბაპე, პსჟ - 259.2 მილიონი ევრო
2. რაჰიმ სტერლინგი, "მანჩესტერ სიტი" - 194.7 მილიონი ევრო
3. ჯეიდონ სანჩო, დორტმუნდის "ბორუსია" - 179.1 მილიონი ევრო
4. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, "ლივერპული" - 171.1 მილიონი ევრო
5. მარკუს რეშფორდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" - 152.3 მილიონი ევრო
6. მოჰამედ სალაჰი, "ლივერპული" - 144.9 მილიონი ევრო
7. სადიო მანე, "ლივერპული" 139.2 მილიონი ევრო
8. ანტუან გრიზმანი, კატალონიის "ბარსელონა" - 136.4 მილიონი ევრო
9. ალფონსო დევისი, მიუნხენის "ბავარია" - 133.5 მილიონი ევრო
10. ჰარი კეინი, "ტოტენჰემ ჰოთსპური" - 118.7 მილიონი ევრო