რუსეთის ჩემპიონატის განახლებისთვის მომზადებას აგრძელებს "ტამბოვი", რომელიც მოსკოვში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "ლოკომოტივთან" 0:1 დამარცხდა. ამ ამბავზე თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არა ერთი ფაქტი - ამ გუნდში 5 ქართველია, თუმცა ხუთივე რუსეთის მოქალაქეა.
გუნდის ძირითადი მეკარე და კაპიტანი 31 წლის გიორგი შელიაა, დაცვაში შეუცვლელად თამაშობს მისი თანატოლი გურამ თეთრაშვილი (ადრე "ანჟის" კაპიტანი იყო), ხოლო თავდასხმაში - "სპარტაკიდან" განათხოვრებული 23 წლის გიორგი მელქაძე. ის გულშემტკივრებმა მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "ლოკოსთან" შეხვედრაში 66-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ახლახან დუბლებიდან გადაყვანილი 20
წლის ნახევარმცველი ვლადიმირ კობახიძე.
სხვათა შორის, დუბლებში კიდევ ერთი ქართველია - 19 წლის ნახევარმცველი მერაბ ჩიხრაძე, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა.
22 ტურის შემდეგ "ტამბოვი" 25 ქულით მე-11 ადგილზეა და 21 ივნისს სტუმრად "უფას" შეხვდება.
"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს
"ტამბოვის" მეკარე შელია: თბილისში კარანტინში ვარ - აქ სიტუაციას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ
"როტორს" მელქაძე მიქელთაძის ნაცვლად სურს
გიორგი მელქაძე: "სპარტაკში" ყოფნისას მეძახდნენ - "წადი, საზამთროები გაყიდე"...
გიორგი მელქაძე რუსული პრემიერლიგის კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ანჟის" კაპიტანი თეთრაშვილი: ხელფასს არ გვიხდიან და ცსკა-სთან მატჩის ბოიკოტი გამორიცხული არაა