მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა

AutoSharing Option
Blic-ის ინფორმაციით, "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანს" შორის გამართულმა სერბეთის თასის ნახევარფინალურმა მატჩმა მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი გააცოცხლა.

გამოცემის მიხედვით, დაინფიცირების წყარო იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მონტენეგროდან სერბეთში სწორედ ბელგრადული დერბის სანახავად ჩავიდნენ. პოდგორიცის ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელის მიხედვით, შეხვედრაზე დასასწრებად ბელგრადში ჩასული 9 მონტეგეგროელიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა.

აღსანიშნავია, რომ მონტენეგრომ კორონავირუსი 2 კვირის წინ დაამარცხა, როცა ყველა დაინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ახალი შემთხვევები კი საერთოდ აღარ ჰქონიათ. ბელგრადულ შეხვედრას, რომელიც "პარტიზანმა" მოიგო, 16 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.

altნეაპოლში ზეიმია და რონალდოსმაისურიან კუბოს დაატარებენ - კორონავირუსი

აღარავის ახსოვს

altდისკვალიფიკაცია კორონავირუსზე ხუმრობის გამო - დელე ალი უცნაურად დასაჯეს

alt"ბარსელონაში" შიდა პანდემია იყო - კორონავირუსი 5-მა ფეხბურთელმა გადაიტანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული