"როსტოვის" მეკარემ 10 გოლი გაუშვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
"როსტოვის" რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, პირველი და ახალგაზრდული გუნდი კარანტინში გამოკეტეს, ხოლო "სოჭიმ" მათთან ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩის გადატანაზე უარი განაცხადა.

როსტოვი" სტუმრად სოჭში ჭაბუკთა გუნდით გაემგზავრა, რომელსაც 3 თვის განმავლობაში წესიერად ვარჯიშები არ ჰქონდა ჩატარებული და 1:10 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად როსტოველთა 17 წლის მეკარე დენის პოპოვი დაასახელეს, რომელმაც 15-ჯერ მოიგერია ბურთი - მათ შორის 30 წლის თავდამსხმელ ანტონ ზაბოლოტნის პენალტი.

პოპოვმა განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ღმერთმა დააჯილდოვა.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ მოსტოვოიმ ამ მატჩს საზიზღრობა უწოდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოჭს უნდა გადაუარონ ამ საქციელის გამო
ზალიკო
11:25 20-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული