19 წლის ნახევარმცველმა გიორგი სულაქველიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, - იტყობინება კლუბი ოფიციალური "ინსტაგრამით".
სულაქველიძემ "დინამოს" დუბლებში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. კლუბმა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გიორგი მოსკოვშია დაბადებული, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მისი მამა, ელგუჯა სულაქველიძეც ფეხბურთელი იყო. გიორგი ადრე ტულის "არსენალში" თამაშობდა.
ის ბავშვობაში სპორტულ ტანვარჯიშზე დადიოდა და ყოველ გატანილ გოლს ორიგინალურად აღნიშნავს.
ის ბავშვობაში სპორტულ ტანვარჯიშზე დადიოდა და ყოველ გატანილ გოლს ორიგინალურად აღნიშნავს.