ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელი 200-მეტრიან ხრამში გადავარდა

AutoSharing Option
Ничего не сломал, отделался ссадинами и царапинами.

პარასკევს, 26 ივნისს "კრუზეიროს" 35 წლის ფეხბურთელი ენრიკე საკუთარი Land Rover-ით ქალაქ ბრუმადინიოში მდებარე"როლა-მოზას" პარკში, 200 მეტრიან ხრამში გადავარდა და გადარჩა.

საბედნიეროდ, მანაქანის გადავარდნა ადამიანებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ფეხბურთელის გადასარჩენად მალე მოვიდა სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

გასაკვირი ის არის, რომ ენრიკეს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და მხოლოდ ნაკაწრები და მცირე დაჟეჟილობა დარჩა. თუმცა, უშუალოდ გადარჩენის ოპერაციის დროს, შოკში იყო და მაშველებს გაუგებარ წინადადებებს ეუბნებოდა.

ცხადია, ფეხბურთელის მცირე დაზიანება ავტომობილის სანდოობამ გამოიწვია, რომელიც კიდევ
300 მეტრით ქვევით ჩავარდა და მაშველებს ჯერაც არ მოუყვანიათ.

"კრუზეიროს" პრეს-სამსახურის მიხედვით, ენრიკე სტაბილურ მდგომარეობაშია. ის საავადმყოფოში 24-48 საათის განმავლობაში დარჩება. ფეხბურთელს არანაირი ნევროლოგიური ან ორთოპედიული დაზიანებები არ აქვს.

35 წლის ფეხბურთელი "კრუზეიროში" 2013 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი "ფლუმინენსეში" იყო განათხოვრებული. ენრიკე ორჯერ გამოიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა თამაში არცერთხელ არ მოუწია.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გია მაგრად გამაცინე ... ხო უწერია 200 მეტრიან ხრამში ჩავარდაო, ეტყობა იქვე სხვა ხრამიც იყო 300 მეტრით ღრმა :D
vazha
21:44 28-06-2020
0
ხვიჩა, დიდი პატივისცემის მიუხედავად, სანამ ბოლომდე წავიკითხავდი, ეგრევე მივხვდი შენი დაწერილი რო იქნებოდა. კაცი 200 მეტრიან ხრამში თუ ჩავარდა, მანქანა ცალკე კიდე 300 მეტრით ქვემოთ როგორღა ჩავარდა? დაღრმავდა ხრამი?
1

სიახლეები პოპულარული