ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური: "სან პაულუს" ტკბილი ლუკმა

AutoSharing Option
ბრაზილიის სერია A-ს დამთავრებამდე 5 ტურით ადრე მოქმედი ჩემპიონი "კრუზეირო" 5-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს.

პირველადგილოსანმა მოულოდნელად წააგო პირველი ტაიმი ბოლოადგილოსან "კრისიუმასთან", მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. რიკარდო გულარტმა საკმაოდ დიდი პაუზის მერე ისევ გამოიჩინა თავი და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კიდევ უფრო გაუჭირდა ლიდერის უახლოეს მდევარ "სან პაულუს". მურისი რამალიოს გუნდმა წინ გასვლა ლუიშ ფაბიანოს გოლით შეძლო, მაგრამ "ვიტორიას" კადუმ არანორმალური სილამაზის დარტყმით გაათანაბრა. თუმცა სანპაულუელებმა საჭირო 3 ქულა მაინც მოიპოვეს, რაშიც მათ მასპინძლების შეცდომა დაეხმარა.

რამალიომ ტკბილი ლუკმა ბოლოსკენ
მოიტოვა და კაკა მინდორზე მოგვიანებით შეუშვა. ლუიშ ფაბიანომ მცველებს ბურთი მოიპარა და კაკას საგოლედ გადააწოდა.

თუ ეს ორი გუნდი შედარებით წინ არის, მე-3-მე-4 ადგილებისთვის, რომლებიც ლიბერტადორესის თასის საგზურის მომტანია, სულ მცირე, 5 კლუბი იბრძვის.

სწორედ ამ კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი "გრემიოსა" და "ინტერნასიონალის" დაპირისპირება, რომელიც ლუიშ ფელიპე სკოლარის "გრემიომ" უჩვეულოდ გახსნილად ჩაატარა და 4:1 მოიგო. რაფაელ მოურას ერთმა გოლმა თითქოს, სიტუაცია დაძაბა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა ალან რუისმა, რომელიც გუნდს "სან ლორენსოდან" ჰყავს ნათხოვარი, ორი ბურთი გაიტანა.

დიდი დაპირისპირება იყო "კორინთიანსსა" და "სანტოსს" შორის. ამ პრინციპული დუელის ბედი პერუელი ხოსე პაულო გერეროს მიერ დებიუტშივე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

20 წლის კამერუნელმა დიედერიკ ჟოელმა აუტსაიდერ "კურიტიბას" ძალიან საჭირო 3 ქულა და სენსაციური გამარჯვება მოუტანა "ფლუმინენსესთან". გადარჩენისთვისაც სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული და მე-12-მე-13 ადგილების ჩათვლით, მშვიდად ვერავინ იქნება.

20 წლის ერიკმა "გოიასის" მაისურით დუბლი გამოაცხო და "ბაია" გაამწარა. "ფლამენგო" 89-ე წუთამდე 0:2-ს იგებდა, მაგრამ პატარა სასწაული მოხდა და "რესიფემ" ქულა გადაარჩინა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მასპინძელთა ბანაკიდან ორივე ბურთი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა - დანილომ და მაიკმა გაიტანეს. "პალმეირასი" კი შინ დამარცხდა "ატლეტიკო მინეიროსთან" და ჯერ კიდევ ნერვიულობა მოუწევს დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით.

სერია A. XXXIII ტური:
პალმეირასი-ატლეტიკო მნ. 0:2
გოლები: 0:1 ტიაგო პანუსატი (39), 0:2 დოდო (65)

კურიტიბა-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 ჟოელი (45)

ბოტაფოგო-ატლეტიკო პრ. 0:2
გოლები: 0:1 კლეო (28), 0:2 კლეო (90+4)
გაძევება: ჟუნიორ სეზარი (67. ბოტაფოგო)

რესიფე-ფლამენგო 2:2
გოლები: 0:1 მარსიო არაუჟო (9), 0:2 ნიქსონი (24), 1:2 დანილო (89), 2:2 მაიკი (90+2)

ვიტორია-სან პაულუ 1:2
გოლები: 0:1 ლუიშ ფაბიანო (14), 1:1 კადუ (56), 1:2 კაკა (78)

გრემიო-ინტერნასიონალი 4:1
გოლები: 1:0 ლუანი (28), 2:0 რამირო (49), 2:1 რაფაელ მოურა (61), 3:1 ა. რუისი (76), 4:1 ა. რუისი (82)

ფიგეირენსე-შაპეკოენსე 1:0
გოლი: 1:0 მარკაო (63)

კორინთიანსი-სანტოსი 1:0
გოლი: 1:0 გერერო (7)

კრუზეირო-კრისიუმა 3:1
გოლები: 0:1 ლუკა (3), 1:1 მ. მორენო (59), 2:1 რიკარდო გულარტი (64), 3:1 ვილიანი (90)

გოიასი-ბაია 3:0
გოლები: 1:0 ერიკი (63), 2:0 ერიკი (70), 3:0 ტიაგო მენდეში (76)

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 33 20 7 6 59-34 67
2. სან პაულუ 33 18 8 7 54-37 62
3. გრემიო 33 16 9 8 31-19 57
4. ატლეტიკო მნ.MG 33 16 9 8 44-33 57
5. კორინთიანსი 33 15 12 6 41-24 57
6. ინტერნასიონალი 33 17 5 11 44-37 56
7. ფლუმინენსე 33 15 9 9 51-32 54
8. სანტოსი 33 13 7 13 38-32 46
9. ატლეტიკო პრ. 33 13 7 13 38-38 46
10. გოიასი 33 12 8 13 33-33 44
11. ფლამენგო 33 12 8 13 37-39 44
12. რესიფე 33 11 8 14 28-42 41
13. ფიგეირენსე 33 11 6 16 31-43 39
14. პალმეირასი 33 11 6 16 32-49 39
15. კურიტიბა 33 9 10 14 32-38 37
16. შაპეკოენსე 33 9 9 15 30-37 36
17. ვიტორია 33 9 7 17 35-46 34
18. ბოტაფოგო 33 9 6 18 31-42 33
19. ბაია 33 7 10 16 25-36 31
20. კრისიუმა 33 7 9 17 24-47 30

ბომბარდირები: 15 - ენრიკე (პალმეირასი); 14 - ფრედი (ფლუმინენსე), მარსელო მორენო (კრუზეირო); 13 - ერნან ბარკოსი (გრემიო); 12 - რიკარდო გულარტი (კრუზეირო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული