არგენტინელმა მწვრთნელმა რუდოლფო არუაბარენამ გაერთიანებული საემიროების კლუბ "ალ-შარჯადან" ვადამდელი გარიცხვის გამო 1,5 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით მიიღო. თანაც, 44 წლის სპეციალისტის ხელში გუნდს 1 შეხვედრაც არ ჩაუტარებია.
მარტში არუაბარენამ კიდევ ერთი არაბული კლუბი "შაბაბ ალ-აჰლი" დატოვა და "ალ-შარჯას" შეუერთდა, თუმცა ამ უკანასკნელში კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახალმა ადმინისტრაციამ არგენტინელის კანდიდატურა დაიწუნა.
რუდოლფომ სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს არგენტინულ "ტიგრესში" დაიწყო. შემდეგ იყო: "ნასიონალი", "ბოკა ხუნიორსი", "ალ-ვასლი", "ალ-რაიანი", "შაბაბ ალ-აჰლი" და "ალ-შარჯი".