მწვრთნელი მილიონერი ისე გახდა, რომ ერთი თამაშიც არ ითავკაცა

AutoSharing Option
არგენტინელმა მწვრთნელმა რუდოლფო არუაბარენამ გაერთიანებული საემიროების კლუბ "ალ-შარჯადან" ვადამდელი გარიცხვის გამო 1,5 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით მიიღო. თანაც, 44 წლის სპეციალისტის ხელში გუნდს 1 შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

მარტში არუაბარენამ კიდევ ერთი არაბული კლუბი "შაბაბ ალ-აჰლი" დატოვა და "ალ-შარჯას" შეუერთდა, თუმცა ამ უკანასკნელში კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახალმა ადმინისტრაციამ არგენტინელის კანდიდატურა დაიწუნა.

რუდოლფომ სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს არგენტინულ "ტიგრესში" დაიწყო. შემდეგ იყო: "ნასიონალი", "ბოკა ხუნიორსი", "ალ-ვასლი", "ალ-რაიანი", "შაბაბ ალ-აჰლი" და "ალ-შარჯი".



მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი მარცხენა მცველი იყო არუაბარენა. ვილიარეალი რო ლიგაზე ტოლს არავის უდებდა მაშინ თამაშობდა :)
Superman
02:13 01-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული