ხამესი: ის ყველაზე დაუნდობელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა კომენტარი ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოზე გააკეთა.

"მიმაჩნია, რომ კრიშტიანო მუდმივად გოლზეა დაგეშილი, რომელსაც ყოველთვის უნდა გატანა. ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. როცა ბურთი მქონდა, რონალდო ყოველთვის ჩემ სიახლოვეს იყო. ვფიქრობ, რომ მე და მას ერთად თამაში კარგად გამოგვდიოდა.

დღეს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია და რთულია შედარება, იმის თქმა, თუ რომელია საუკეთესო. თუმცა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - კრიშტიანო მსოფლიოს ყველაზე დაუნდობელი ფეხბურთელია", - განაცხადა ხამესმა.

კოლუმბიელი და პორტუგალიელი მადრიდის "რეალში" ერთად 2014-18 წლებში თამაშობდნენ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული