მარადონას ექიმი: ჩემს პაციენტს სერიოზული პრობლემები აქვს

AutoSharing Option
არგენტინელი ექიმი ლეოპოლდო ლუკე Infobae-სთან ინტერვიუში მისი პაციენტის დიეგო მარადონას მდგომარეობაზე საუბრობს, რომლის ჯანმრთელობას ზედმეტი ალკოჰოლის მიღების გამო სერიოზული საფრთხე ემუქრება.

სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო არგენტინაში საფეხბურთო სეზონი შეჩერდა. ამას დაემატა დიეგოს კონფლიქტი თავის ქალიშვილებთან - ჯანინასთან და დალისთან.

"ახლა დიეგო კოკაინისგან სრულიად სუფთაა. მაგრამ მას ალკოჰოლთან აქვს პრობლემები. ზოგჯერ ის ძალიან ბევრს სვამს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მასზე ცუდად იმოქმედა კარანტინმა და ოჯახურმა კონფლიქტმა და უფრო გაართულა სიტუაცია. მეორეს მხრივ გამოწერილ პრეპარატებს თავს
მყისიერად ვერ დაანებებს, იმიტომ რომ ორგანიზმი მათზე დამოკიდებული გახდა." - ყვება ექიმი.

ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა ამჯამად არგენტინული "ხიმნასია და ესგრიმას" მწვრთნელია. მისმა გუნდმა 24-დან მე-19 ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ორი საათი რატომ უკეთია, საათების და წუთების ისრები ცალ-ცალკე აქვს?
პელე
02:08 05-07-2020
1
Martalia es kaci maradonas problemebi aqvs, problemebi qonda 10 clis cin, 20 clis cin da momavalshic egre iqneba. Amis da zidanis shedareba rogoe sheizleba. Kaci yvelgan chempionia, sportshic ojaxshic da yvelgan.
Milani
17:29 04-07-2020
5

სიახლეები პოპულარული