ტოსტაო: მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტოსტაომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პელეა.

"ვფიქრობ, პელე მესიზე, რონალდოსა და მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია. მას ვერავინ შეედრება. ყველა ის თვისება გააჩნდა, რომელიც შეიძლება ფორვარდს ჰქონდეს. უნაკლო იყო. მარადონა შთამბეჭდავი გახლდათ, მაგრამ ფიზიკურად პელეს ჩამორჩებოდა და იმდენივე გოლი ვერ გაიტანა.

მესიც ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა თავით და ორივე ფეხით პელესავით ვერ თამაშობს. რონალდო უნიკალური კია, ოღონდ არაჩვეულებრივ გადაცემებს ვერ აკეთებს. მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს", - ციტირებს ტოსტაოს ფიფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სწორედ ძველად იყო ნამდვილი ფეხბურთი,ტალანტებით სავსე.ახლა თუ ცოტა მაგარი გამოჩნდა ჩასაფრებულია ბარსა და ყიდულობს.მერე ამბობენ მესიმ რამდენი გაიტანაო.გადავიდეს ნაპოლის დონის გუნდში როგორც მარადონა,მოაგებინოს იტალიის ჩემპიონობა და ჩ.ლ. და მერე შეედაროს მარადონას ან მოიგოს ორჯერ მსოფლიო, ფინალში ულამაზესი ბურთები გაიტანოს და მერე შეადარეთ მეფეს.არ დამიწყოთ ექვსი ოქროს ბურთი აქვსო რომლების ნახევარიც ნაყიდი აქვს.შარშან ჩ.ლ-აზე და კოპა ამერიკაზე ჩაისვარა და ოქროს ბურთი ლეგანესების მოგებისთვის მისცეს?
ტვინი ნუ წაიღეთ
07 ივლისი 2020 14:15
6
ჰეი მისმინე კარგად, მესი, რომ საუკეთესოა არ უნდა ამას ბაზარი! შენ მოგწონს არ მოგწონს ფაქტია, რომ 6-გზის ოქროს ბურთი და ამდენივე ოქროს ბუცი უდიდესი შრომის, ნიჭის და არა ამქვეყნიური ტალანტის შედეგია! საუკეთესო ტიტულებზე აღარაფერს ვიძახით. ისე ჩვენში დარჩეს და არ მოგბეზრდა ლეგანესების, კოპა ამერიკების და მს.ჩ.-ატებზე ბაზრობა? აქ უკვე მაგრად გცინებთ. შენი აზრით მაშინ კრისტინკამაც იყიდა ბურთები?
ვახო
07 ივლისი 2020 20:41
3
Didi fexburteli rom iyo udavoa magram... ardec davcere da exlac vityvi, 1000 goli visze gagaqvs aqvs mnishvneloba mgoni. Realis shemadgenlobashi chatarebul 438 matchshi ronaldum 450 goli gaitana, aqedan 100 chempionta ligashi. Es daujerebeli shedegia. Da bolos, arasdros aravis arytamashia amdeni celi umaglesi klasis fexburti stabilulurad, garda mesis da ronaldusi. Es chemi azri ar aris es ubralod faqtia.
Milani
07 ივლისი 2020 07:39
6
დაბერდა და აზრი არ მოეკითხება :) აბა ჭკუათმყოფელი ამ დიდ საზოგადოებაში როლანდას ჩააკვეხებდა? :)
პელე
06 ივლისი 2020 22:43
7
ჟორიკო ეტყობა კლიმაქსი გჭირს თორემ გეცოდინებოდა თუ გახსოვს ყველას თამაში რომ პელე მექსიკის მსოფლიოზე საუკეთესოდ დაასახელეს.რაც შეეხება მარადონას ,მსოფლიო რო მოიგო კანიჯა საერთოდ არ იყო ნაკრებში.და რაც არ გახსოვს შეეშვი ბოდვას
dato
07 ივლისი 2020 22:43
1
ყველა დროის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები: პელე, სლავა მეტრეველი და ედუარდ სტრელცოვი.
კონსტანტინე
07 ივლისი 2020 19:29
1
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ: ყიფიანი, მესხი. მარადონა, პელე არ ვიცი მე! აქეთ ეხლა ვასახელებ ლეო მესის! უნიკალური ფეხბურთელი.
კონსტანტინე, აბა და შენ ხარ რა? გიორგი დვალი
07 ივლისი 2020 20:46
2
მეგობრებო, პელე თუ მარადონა , რონალდუ თუ მესი? ეს ის კითხვებია რომლებიც ხშირად ისმის. მთავარი ის არის რომ იყო პელეს ეპოქა, მარადონას ეპოქა და ეხლა მესის ეპოქაა. არ შეიძლება რომელიმეზე თქვა, რომ ერთ მეორეზე უფრო დიდი ფეხბურთელია. ძველად სხვანაირად ვარჯიშობდნენ, თამაშობდნენ , ეხლა საერთოდ სხვანაირად თამაშობენ და ძალისმიერი ფეხბურთია. ადრე მარადონას შეეძლო მარტო მოეგო სკუდეტო , მაგრამ ამ ეპოქაში 3 მარადონა ერთ გუნდში რომ ათამაშო ჩემპიონი ვერ გახდება, იმიტომ რომ ტოტალური ფეხბურთია, ყველას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს გუნდში. პელეზეც იგივე შემიძლია ვთქვა, რადგან საუკეთესო ფეხბურთელებთან უწევდა თამაში და მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო გუნდში ირიცხოდა. დღეს მესის ეპოქაა .... ამიტომ, წამოუდგენელია მათი შედარება. სამივე თავის ეპოქაში საუკეთესოა, დაბერტყილი ნიჭით.. . სამივე თავისი დროის საუკეთესო ფეხბურთელია....
mika
07 ივლისი 2020 18:05
2
ყველა მათგანის თამაში მინახავს. არ მინახავს, რომ პელე, რომელიმე ჩემპიონატზე გუნდის სული და გული იყო. ის კი მინახავს, რომ მარადონამ მარტომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ისეთი ფეხბურთელიც არ ყავდა გუნდში (კანიჯას გარდა) ბურთი, რომ უშიშრად მიეწოდებია. პელემ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და არც ერთხელ არ ყოფილა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ანუ კარგებს შორის ცოტა უკეთესი იყო. ათას გოლს რომ გაიძახით სისულელეა, სად სანპაულუს შტატის პირველობაზე გატანილი ბურთი და სად ჩემპიონთა ლიგაზე. ისიც ხომ მართალია, რომ მაშინ თავდამსხმელი ასეთი შეზღუდული არ იყო. დღეს პელეს დარი ფეხბურთელი მსოფლიოსი კი არა, თავისი კლუბის ლიდერიც ვერ იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
07 ივლისი 2020 18:31
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული