ტოსტაო: მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტოსტაომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პელეა.

"ვფიქრობ, პელე მესიზე, რონალდოსა და მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია. მას ვერავინ შეედრება. ყველა ის თვისება გააჩნდა, რომელიც შეიძლება ფორვარდს ჰქონდეს. უნაკლო იყო. მარადონა შთამბეჭდავი გახლდათ, მაგრამ ფიზიკურად პელეს ჩამორჩებოდა და იმდენივე გოლი ვერ გაიტანა.

მესიც ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა თავით და ორივე ფეხით პელესავით ვერ თამაშობს. რონალდო უნიკალური კია, ოღონდ არაჩვეულებრივ გადაცემებს ვერ აკეთებს. მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს", - ციტირებს ტოსტაოს ფიფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ზუსტად შეაფასა მესისა და რონალდუს ჰიბრიდი.ვისაც არ გჯერათ შეგიძლიათ პელეზე ფილმები ნახოთ და დარწმუნდებით,მარტო მსოფლიო ჩემპიონატის ორ ფინალში გატანილი ბურთები და მისტიკური გადაცემები საოცრებაა.
მეფე.ამაშია საქმე
06 ივლისი 2020 22:48
7
როცა ძველ ფეხბურთს ახალს ადარებთ, რატომ არ ახსენებთ, მსაჯობას და წესებს? მესისა და რონალდოს, დღეს იმხელა თავისუფლება აქვთ მინდორზე პელე კარგ სიზარშიც ვერ ინატრებდა. ნახეთ 1966წ. მატჩი პორტუგალიელებთან, პელეს ტრამვის მომენტი, მცველი უკნიდან, გამიზნულად სამჯერ ურტყამს ფეხებში, დღეს ერთი მსგავსი ქმედებაც წითელი ბარათით დაისჯებოდა, ხოლო მაშინ ყვითელი ბარათიც არ არსებობდა, მხოლოდ არასპორტული საქციელისთვის ატოვებინებდნენ მინდორს. მარადონას დროს შედარებით გამკაცრდა მსაჯობა, მაგრამ როგორც მას ჯენტილე ეთამაშა 1982წ. ისე რომ დღეს მესის ეთამაშო, ციხე თუ არა სამუდამო დისკვალიფიკაცია არ აგცდება.
GOGA
07 ივლისი 2020 12:52
1
ფეხბურთში გაფრთხილება და წითელ-ყვითელი ბარათი,მსოფლიოს ჩემპიონატებზე,პირველად 1970 წელს შემოიღეს და პირველი გაფრთხილება,ამ ჩემპიონატის ულამაზეს ფეხბურთელად აღიარებულმა,ქართველმა კახი ასათიანმა მიიღო.კახი დიდებული ფეხბურთელი იყო და სამწუხაროა,მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიას,უპირველეს ყოვლისა ამ ფაქტით რომ შემორჩა.საერთოდ, კახი ასათიანი,უაღრესად ტექნიკური,დიდებული პასისა და დარტყმის მქონე,ძალიან კორექტული ფეხბურთელი იყო,რომელმაც მენისკის ტრავმის გამო,ნაადრევად დაასრულა საფეხბურთო კარიერა.ახლა ეს არაფერია,მაშინ კი ასეთი შედეგი,ძალიან ხშირად დგებოდა.აქვე,მარადონას საუკეთესოებასაც გამოვეხმაურები.1978 წელს,მარადონა უკვე ბრწყინავდა და ნაკრების დონეზეც თამაშობდა,მაგრამ არ ათამაშეს,ჯერ პატარაა,გამოუცდელი და არ გადაიწვასო.1982 წელს,ის უკვე თამმაშობდა,მაგრამ ჩემპიონატზე ორი რამით დაგვამახსოვრა თავი,ბრაზილიელის წინააღმდეგ გაშლილი ფეხით წავიდა და ბარძაყზე ნახტომით დაარტყა ფეხი,რის გამოც გააძევეს და შემდეგ,იტალიელმა კლაუდიო ჯენტილემ,დაუნდობლად ჩეხა მთელი მატჩის განმავლობაში თვითონ მარადონა.თუ პელეს შევადარებთ,პელემ 17 წლისამ ითამაშა ჩემპიონატში და გახდა ვარსკვლავებით გადაძეძგილი გუნდის ნამდვილი ბელადი და საუკეთესო ფეხბურთელი,თანაც ჩემპიონი.მომდევნო ორ ჩემპიონატში მარადონა გუნდის უპირობო ლიდერი იყო და ბრწყინვალედაც თამაშობდა,მაგრამ თუ 1986 წელს,გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა,1990 წელს კი გაიყვანა გუნდი ფინალში,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ეს კოკაინის დახმარებით გააკეთა(კოკაინი იწვევს ენერგიის მომატებას და ტკივილისადმი უგრძნობლობას.დიეგოს იმდენს ურტყავდნენ,რომ ამის გარეშე,ალბათ აღარ შეეძლო თამაში),გარდა ამისა ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშში,არგენტინელებმა ბრაზილიელ ფეხბურთელს წყალში ტრანკვილიზატორი შეურიეს და შემდეგ მისი შეცდომით გამოწვეული გოლით დაამარცხეს მეტოქე.მარადონამ ეს იცოდა,მაგრამ ხმა არ ამოუღია.თუ ამას დავუმატებთ ხელით გატანილი გოლის ისტორიას,საკმაოდ არასასიამოვნო სურათს მივიღებთ.მეორეს მხრივ პელემ თავის მეორე და მესამე ჩემპიონატში,სულ ორ ორი თამაში ითამაშა და ტრავმების გამო,ვეღარ გააგრძელა თამაში,მისთვის მეოთხე ჩემპიონატში კი,ის კვლავ გუნდის აღიარებული ლიდერი იყო და მესამედაც გახდნენ ჩემპიონები.ტოსტაო თვითონაც ვარსკვლავი და შეტევაში პელეს პარტნიორი იყო და სხვებზე კარგად იცის,მისი ძალა.მე,1961 წელს ვარ დაბადებული და მხოლოდ 1970 წლის ჩემპიონატი მახსოვს კარგად,მაგრამის მახსოვს,რომ მეც და უბნის ყველა ბავშვს,ზურგზე 11 ნომერი გვეწერა,მესხის მიბაძვით,ის იყო ჩვენთვის ფეხბურთის ღმერთი,მაგრამ ამავე დროს არავინ იფიქრებდა ეთქვა,რომ პელე არ იყო ფეხბურთის მეფე.პელეს ავტორიტეტი,ხელშეუხლები იყო.პელეს ეპოქაში ფეხბურთელების ტრანსფერები ამერიკიდან ევროპაში,ერთეული შემთხვევები იყო.თვითონ ევროპაშიც ყველა ქვეყანაში ფაქტობრივად ეროვნული ჩემპიონატები იმართებოდა.გერმანიაში თითქმის ვერ ნახავდით უცხოელ ფეხბურთელს,ისევე როგორც იტალიაში,ესპანეთში ან ბრიტანეთში.მთელი მსოფლიო სთვლიდა,რომ მიუხედავად იმისა,ვინ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი,უძლიერესი მაინც ბრაზილიელები იყვნენ და ეს ბრაზილიელი ჯადოქრები,სწორედ ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობდნენ.მართალია გუნდების რაოდენობა ძალიან ბევრი იყო,მაგრამ ტექნიკა არავის ეკლდა და იქ ამდენი გოლის გატანა,თანაც მაშინდელი წესებით,სულაც არ იყო ასე ადვილი .ახლა შეიძლება ერთი ფეხბურთელი თამაშგარეში დარჩეს,მეორეს კი პასი შეუგდო და მან გაიტანოს.მაშინ კი,ერთ ხაზზე მყოფი თავდამსხმელი და დამცველი,უკვე თამაშგარე იყო.თავდამსხმელი გუნდის წევრი,დატვრეული,სადღაც მოედნი კუთხეშიც რომ წოლილიყო და წინ პასი გაეკეთებინათ,ესც თამაშგარე იყო.ჩეხვა მტვრევა და მსაჯებისაგან თვალის დახუჭვაც ჩვეულებრივი ამბავი.ასე რომ მაშინდელ თავდამსხმელებს,გოლის გატანა,ძალიან ჰქონდათ გართულებული.თანაც ახლა მესი და რონალდო,სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი საუკეთესო პარტნიორებით გარშემოტყმულნი იტანენ გოლებს,მაშინ კი,ეს გამორიცხული იყო.არ ვამცირებ ამ დიდოსტატების ოსტატობას,მაგრამ ნურც პელეს დავუკარგავთ თავისას.პელეს გუნდი სანტოსი,რამდენჯერმე გახდა საკონტინენტთაშორისი თასის,სუპერთასის და სხვა პრიზების მფლობელი და ამაში ლომის წილი პელეს ედო.მგონი 1965 წელი იყო.ბრაზილია სსრკში ჩამოვიდა,ამხანაგური მატჩის გასამართად.როგორც კი მატჩი მოახლოვდა,დამარცხების შიშით,მრავალი ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელი "ავად გახდა""ტრავმა გაურთულდა"ან კიდევ ოპერაცია გაიკეთა.გამოვიდა რომ მათ ნაცვლად ნაკრებში ქართველმა ბიჭებმა ითამაშეს.არ მახსოვს ეს თამაში,პატარა ვიყავი,მაგრამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ამ მატჩის მონაწილე სიომა ბარქაიას წერილი.პელეს დარაჯობა,გიორგი სიჭინავას დაავალეს და ისიც ძალიან ცდილობდაო,მაგრამ პელეს დაჭერა მთელი თამაში,შეუძლებელი იყოვო.თვითონ ჟორა სიჭინავაც საოცარი ტექნიკის ფეხბურთელი იყო,მაგრამ პელეს უზადო და მრავალმხრივი ტექნიკა ჰქონდა.მაშინ მივედი ჟორასთან და ვუთხარი,ხომ ხედავ რომ მაგის დაჭერა შეუძლებელია,მოდი გაანებე თავი,ითამაშოს და ჩვენც დავტკბეთ მისი თამაშით,ჩვენ კი, ჩვენ რა შეგვიძლია,ეს ვაჩვენოთო.მართლაც ასე მოხდა.ბრაზილიამ გაიმარჯვა,მაგრამ მათაც გამოყვეს ქართველი ფეხბურთელების დიდი ოსტატობა.მესი და რონალდო,ძალიან დიდი ხანია,ოლიმპზე არიანო...1958 წელს,პირველად გახდა პელე ჩემპიონი,17 წლისა.1970 წელს კი მესამედ,31 წელს მიღწეული.ახლა შეადარეთ მაშინდელი და ახლანდელი აღდგენის საშუალებები,რა და როგორი ოპერაციები ტარდება,მაშინ კი ეს ყველაფერი პრიმიტიულ დონეზე იყო,მენისკის ოპერაცია,უკვე განაჩენის ტოლფასი იყო დიდი ფეხბურთისათვის,ნახეთ ვიდეოებში როგორ განზრახ და დაუნდობლად ჩეხავენ მას და მიუხედავად ამისა,პელემ მაინც ამდენი წელი შეინარჩუნა ფორმა და ნაკრების ლიდერობა.ვისაც აინტერესებს,მოძებნეთ ინტერნეტში სტატია "დიდი მატჩები.ვლადიმერ ბარქაია".თუ რუსულად მოძებნით კიდევ უფრო ბევრი და მრავალფეროვანი მასალაა ამ მატჩის შესახებ.კავაზაშვილი,მესხი,მეტრეველი,ბარქაია და სიჭინავა იყვნენ ამ მატჩის მონაწილეები.
სოსო
24 ოქტომბერი 2020 12:25
0
სიმართლე! შენ ხო არ აწვალებ შემთხვევით? მაგრა გაკლია შე საცოდაო.ფეხბურთი ნანახი გააქვს? მესხი და ჩივაძე ჯობია პელეს? წადი ფიგურულ სრიალს უყურე ან მხატვრულ ტანვარჯიშს.რაებს ბოდავ ვაბშემტა ა?))))))
დუდუ
07 ივლისი 2020 08:56
1
გელას: კარგია, როდესაც ადამიანმა ფეხბურთი იცი და მიუკერძოებელი ხარ. აქ ისეთი ხალხი აკეთებს კომენტარებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ძველი თამაშების ყურება და რეალურად რამის აღქმა, უბრალოდ რაღაცას ამოიჩემებენ და მორჩა, გათავდა. ტოსტაომ რამდენიმე სიტყვაში ახსნა არგუმენტირებულად თავისი სათქმელი და აქ ვიღაცამ დაუწერა დაბერდა და გამოშტერდაო. არც შეიძლება ასეთ ხალხთან კამათი და რამის მტკიცება. ისე გიჟდებიან ვიღაც ფეხბურთელზე, თითქოს მისი ძმა ან ბიძაშვილი იყოს და თუ რამე არ მოეწონათ, შემოგაგინებენ კიდეც. ამ დროს უმეტესობა წერა-კითხვასთან ძალიან მწყრალადაა...
გოჩა
07 ივლისი 2020 01:16
1
მართლაც მაგარი იყო ( როგორც მისი სახელობის ყავა) მაღალ დონეზე აქვს სულ რაღაც 15 თამაში ჩანატარები ....დანარჩენი კარიერა კი სოფლის და მერე კოლხოზის ჩემპიონატებზე ითამაშა ....თან მაშინ ფეხბურთელთა სიჩქარეები 20-ს არ აღემატებოდა ახლა კი 34-36 -ია ...!!!მარადონამაც დამდგარი ფეხბურთი ითამაშა და თანაც სულ რაღაც 4-5 წელი ...ესენი კი 15 წელზე მეტია სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობენ და ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე რთული მოსაგები ჩემპიონთა ლიგა გახდა ...სამწუხაროდ პრესტიჟულიც ...!!!
Mdaaa
06 ივლისი 2020 23:39
7
ჟორა ხარ თუ ტიტიკო! პელე 70 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.და 58 წელსაც ლიდერი იყო 17 წლის ბიჭი.და პელეს დროს რომ დღევანდელი მსაჯობა ყოფილიყო 1000 კი არა 2000 გოლს გაიტანო.მაგრამ შენისთანებთან საუბარს აზრი არა აქვს.ჩვეულებრივი ერთუჯრედიანი სექტანტი ხარ
ზაზა
07 ივლისი 2020 22:40
2
მესისტობა და რონალდუსტობა ისეთიცე სექტანტობაა, როგორც ნაც-ქოცობა, მე არც პოლიტიკაში და არც ფეხბურთში არც ერთ სექტას არ ვეკუთვნი, ფეხბურთს ვუყურებ 6 წლის ასაკიდან 1978 წლიდან, მაშინ არგენტინამ მოიგო, 1982 მიუხედავად ბრაზილიის მარცხისა, მივხვდი რომ ნამდვილ, ესთეტიურ ფეხბურთს მარტო ბრქაზილიელები თამაშობენ, იყო პელე,რომელიც რა თქმაუნდა ლეგენდაა, იყვნენ გარინჩა, ჟაირზინიო, ზიკო, სოკრატესი, რომარიო, რონალდო(ფენომენი), რონალდინიო, რივალდო, კაკა, ნეიმარი, და კიდევ ბევრი, რომლებიც სხებისგან განსხვავდებიან და უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს. მარადონას და მესის მაგათ გვერდით დავაყენებდი, თუმცა ამ უკანასკნელმა უფრო ბევრი შედეგი დადო, მაგრამ მხოლოდ საკლუბო დონეზე. ვიცი ბევრი დისლაიქები მექნება სექტანტებისგან.
მინდია
07 ივლისი 2020 12:17
2
სირცვილია ეს სტატია. რაის ჰიბრიდი. ჯერ პელე მივიდე მარადონას დონემდე და სხვებს კიდევ არ დავასახელებ და მერე კიდევ ჰო. რაის ამათი ჰიბრიდი. ეს სირცხვილია. ამათი ჰიბრიდი მარტომ გავიდოდა და ,მოიგებდა 1 ვს 11ზე. რა ბოდიალობააა. ვაფშემტა ჯერ პელე გარინჩამდე მივიდეს და მერე ვაფშემთა კიჭამდეც. ჩემი აზრით პელე არ არის მეფე და არც არასოდეს იქნება. მას არა უთამაშია ისე რომ რამდენიმე ფეხბურთელზე ზემოთ დავაყენო. რომელი ერთი ვთქვა არ ვიცი რა. ვაფშემთა ყველა დროის საუკეთესო 10შიც არ მყავს. მაპატიეთ მაგრამ ქართველი გვყავს აგერ უკეთესი. მესხი თუნდაც. რა ახლოს მიდის პელე მესხთან? უი მე... გოლების გატანა მარტო არაა ფეხბურთი. ხალხნო უყურეთ პელე სად თამაშობდა? ან რა თამაშები იყო ანდა ფეხბურთი რა დონეზე იდგა? გადახადეთ კარგად. რა შუასაქ რონალდო და მესი. ორი ვარსკვლავი რომლებმაც შექმნეს ეპოქა სადაც თამაში ყურება გიყავრს? და ახლა გადახედეთ პელეს თამაშებს და ის მოსაწონია? კაცი რომ ერთ თამაშში 8 გოლს გაიტანს ის ან გუნდია ან ფეხბურთი ქვია მაგას? და მაგას ქვია საუკეთესოობა? ეგრე ყველა დროის საუკეთესო მცველები ბეკემბაუერი და ჩივაძე არიან(ბოდიში მალდინისთან) და ამათ პელე ჯობდა? არ გვინდა ქართველები თორემ პელე ვაფშე გაჩუმდება. უცხოელებიდან გარინჩა, კიჭა, კრუიფი, უიუი რამდენია და ამგენსაც ჯობდა არა? ახახახა სირცვილი და თავის მოჭრა. ქართველებზე რომ არ ვთქვათ ბევრი უცხოელია უკეთესი პელეზე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ბევრს გეტყვით იმენა მაგის პოზიციის მაგაზე უკეთესს. პელე არ კინტო.
simartle
07 ივლისი 2020 03:41
14
პელეს დროს იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველა საუკეთესო ბრაზილიელი ბრაზილიაში თამაშობდა. მათ შორის იყო პელე საუკეთესო და ბოტაფოგო (გარინჩა ზაგალო ნილტონ სანტოსი) ფლამენგო ფლუმინენსე ვასკო სან პაულუ თუ სოფელი იყო არ ვიცოდი.
გელა
07 ივლისი 2020 00:50
1
მარადონა ყოველთვის მეჯავრებოდა. არ დაიშვა მაგის ფეხბურთელობა. მე ნუ მადრით მაგ კარლიკას.
პელე
07 ივლისი 2020 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული