ფეხბურთის განახლების შემდეგ ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელებში ლიდერია

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამომცემლობამ, Bleacher Report-მა ევროპაში ფეხბურთის განახლების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

საუკეთესო ამ მომენტისთვის მიუნხენის "ბავარიის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც 10 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. რობერტს 3 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი მიჰყვება. ხოლო მესამე ადგილს "სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი 4 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით იკავებს.

რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. რობერტ ლევანდოვსკი ("ბავარია") - 12 გოლი 10 შეხვედრაში
2. ლიონელ მესი ("ბარსელონა) - 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა 7 შეხვედრაში
3. კევინ დე
ბრუინი ("სიტი) - 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა 6 შეხვედრაში
4. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა 7 შეხვედრაში
5. სერხიო რამოსი ("რეალი") - 5 გოლი 7 შეხვედრაში
6. დავიდ ალაბა ("ბავარია")
7. ბრუნო ფერნანდეში ("მან. იუნაიტედი") - 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა 5 შეხვედრაში
8. კაი ჰავერცი ("ბავარია") - 7 გოლი 9 შეხვედრაში
9. ტომას მიულერი ("ბავარია") - 5 საგოლე გადაცემა 10 შეხვედრაში
10. კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი") - 4 გოლი 6 შეხვედრაში


მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის სეზონის დაწყება ტრავმით, რომ არ დაეწყო და მერე თვეები არ გაეცდინა, ეხლა ოქროს ბუცის კანდიდატი იქნებოდა, ამ ოხერმა კუნთის ტკივილმა შეუშალა ხელი, კიდევ როგორ თამაშობდა საკვირველია!
10
08 ივლისი 2020 11:23
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული