მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკის "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია.
"51 გოლი ძალიან ძლიერი მაჩვენებელია. "ლევერკუზენთან" თასის ფინალში რობერტის მიერ გატანილი პირველი გოლი საოცარი იყო.
დიახ, მას ცოტათი გაუმართლა, თუმცა რობერტი ამით გამორჩეული არ არის. ლევანდოვსკი საკუთარ დონეში დარწმუნებულია. თუ გოლებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 34 შედეგიანი დარტყმა აქვს. ამ მაჩვენებლის შემდეგ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ბუნდესლიგის წარმომადგენელს "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. რატომაც არა?
მან ამის მისაღწევად ყველაფერი ჩადო. რობერტს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ,"- განაცხადა
ფლიკმა.
გუშინ, 4 ივლიის, მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასის ფინალში "ლევერკუზენი" დაამარცხა (4:2), პოლონელმა კი დუბლი შეასრულა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით