რუსეთის ნაკრების მეკარეს მატარებელში ფეხსაცმელები მოჰპარეს...

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" მეკარე ალეკსანდრ სელიხოვმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ მატარებელში ფეხსაცმელები მოჰპარეს.

"ბებიასთან მივდიოდი. კუპეს ზედა ადგილზე დავიძინე. ჩასვლამდე 10 წუთით ადრე ვიღვიძებ, ქვევით ჩამოვდივარ და ვხვდები, რომ მე... (სადგურზე ფეხსაცმლის გარეშე გადაადგილების ვიდეოს აქვეყნებს)... ფეხსაცმელები მომპარეს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არიოლში." - აღნიშნა მეკარემ.

სელიხოვმა, რომელიც ჯანო ანანიძის თანაგუნდელი იყო, გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და წელს 1 მატჩიც არ ჩაუტარებია.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მომწერე მისამართი და გამოგიგზავნი
buba
15:42 08-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული