"გენტი" ქვილითაიას პოზიციაზე უზბეკი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
"როსტოვის" 25 წლის უზბეკმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ელდორ შომორუდოვმა (სიმაღლე 190 სმ) კარიერა შეიძლება "გენტში" გააგრძელოს, - იტყობინება Sport24.

დღეს დილით ბელგიურმა კლუბმა "როსტოვს" მის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა.

ადრე კომპანია ProSportsManagement-ის ხელმძღვანელმა გერმან ტკაჩენკომ განაცხადა, რომ შომორუდოვთან მოლაპარაკებას რამდენიმე გერმანული კლუბი აწარმოებს.

შომორუდოვმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 24 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუ ის ბელგიურ გუნდში გადავიდა, გიორგი ქვილითაიას კიდევ ერთი კონკურენტი ეყოლება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ თუ დაიმატა მაგ გუნდიდან უნდა წავიდეს სადაც გარანტირებული სათამაშო დრო ექნება თუნდაც ანორთოსისში ერთი წლით!
ჩემი აზრია და ნუ გამკიცხავთ თუ იდეა არ მოგწონთ.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
22:19 08-07-2020
0

სიახლეები პოპულარული