გიორგი ქვილითაიას "გენტში" ახალი კონკურენტი ეყოლება?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას ისედაც სისტემატურად არ უწევდა "გენტში" თამაში, ახლა კი ძირითად შემდგენლობაში მოხვედრა კიდევ უფრო გაუჭირდება.

საქმე ისაა, რომ ტრავმა მოირჩინა უკრაინელმა რომან იარემჩუკმა და თანაც, "გენტი" კიდევ ერთი შემტევის დამატებას აპირებს.

ბელგიური პრესის ცნობით, "ანტვერპენის" 34 წლის კონგოელი ლეგიონერი დემერსი მბოკანი, რომელიც ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატში 18 გოლით ბომბარდირი გახდა, შეიძლება "გენტში" გადავიდეს.

მბოკანის "ანტვერპენთან" კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. მისი სამსახურით აგრეთვე ქვეყნის ჩემპიონი "ბრიუგეა" დაინტერესებული.

თუმცა, არაა გამორიცხული, ქვილითაია მბოკანის "გენტში" გადაბარგებამდე "ანორთოსისში"
გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი ძალიან ნიჭიერია და საფეხბურთო თვალსაზრისით საკმაოდ ახალგაზრდაა შესაბამისად იმ სამწუხარო რეალობის გათვალისწინებით, რომ სასტარტოში თამაშს ვინ ჩივის და საერთოდ თამაშიც და გოლების გატანაც იშვიათად უწევდა ბოლო პერიოდში (კორონა ვირუსამდე, ტრამვის შემდეგ) ალბათ აჯობებს, დროებით კლასით დაბალი დონის გუნდში გადავიდეს სადაც მეტინ პრაქტიკა და პოტენციალის გამოჩენის საშუალება ექნება. წარმატებები გიო ......
........
15:07 11-06-2020
0
სამწუხარო ფაქტია, ქვილითაიას გრაფაში 23 თამაშის გვერდით მხოლოდ 1 გოლი უწერია და ეს ძალიან ცუდია თავდასხმელისათვის. ვფიქრობ უკეთესია ამ ეტაპზე ანართოსისში გადავიდეს.
G.LA
10:53 11-06-2020
0

სიახლეები პოპულარული